-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი
ფურცელაძე ვიოლა (1. I. 1927, ქ. ლაგოდეხი-28. II. 2021), ენათმეცნიერი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტის გერმან. განყ-ბა (1950), ამავე ფაკ-ტის გერმან. ენის კათედრის ასპირანტურა (1953). მუშაობდა თსუ-ის გერმან. ენის კათედრაზე (1954-დან), მასწავლებლად (1954-1959), უფრ. მასწავლებლად (1959-1961), დოცენტად (1961-1999), პროფ-ად (1999-2006). იყო გერმან. ენის კათედრის გამგე (1973-1994), გერმან. ენისა და რომანულ-გერმანიკული ენათმეცნ. კათედრის პროფესორი (1994-2006). იგი არის 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, 2 მონოგრაფიისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორი. ქართ. ენაზე აქვს თარგმნილი ა. ზეგერსის, ლ. ფრანკის და ლ. ფოიხთვანგერის ნაწარმოებები. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1999), შემდეგ-პროფ. მისი საკანდიდატო დისერტაცის თემა იყო: „რთული სახელადი შემასმენელი გერმანულ ენაში და მისი ქართული ეკვივალენტები“ (1955), სადოქტორო დისერტაციის თემა კი იყო: „ტექსტი როგორც ენობრივი მოღვაწეობის წერილობითი გაცხადება“ (1999). მას მიღებული აქვს ღირსების ორდენი. ფ. ვ. იყო გოეთეს საზ-ბის თბილ. განყ-ბის წევრი.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ფურცელაძე, ვ. (მთარგმნელი). (1967). ანა და კარლი: მოთხრობები/ლეონჰარდ ფრანკი. საბჭ. საქართველო; ფურცელაძე, ვ. (1971). გერმანული ენის სახელმძღვანელო: სპეციალური ფაკ-ტის სტუდენტებისათვის. სწავლების მეორე წელი. განათლება; ფურცელაძე, ვ. (თანაავტორი). (2001). გერმანული ენის პრაქტიკული გრამატიკა : ნაწ. 1, მორფოლოგია. ალმა მატერი. ISBN: 9992883715; ფურცელაძე, ვ. (თანაავტორი). (2009). გერმანული ენის პრაქტიკული გრამატიკა : ნაწ. 3, რთული წინადადების სინტაქსი. ლეგა. ISBN: 9789941907487.