ფურცელაძე სოლომონ დავითის ძე
ფურცელაძე სოლომონ დავითის ძე

ფურცელაძე სოლომონ დავითის ძე (06.V.1890, სოფ. მერეთი, გორის მულიციპალიტეტი-20.IX.1956), პედაგოგი. დაამთავრა მოსკ. უნ-ტის სიტყვიერების განყ-ბა (1914). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იყო თბილ.  ქართ. და VI, VII გიმნაზიების სიტყვიერების მასწავლებლი; ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზ-ბისა (1916-1921) და თბილ. უნ.-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); თსუ-ის რუს. ფილოლოგიის კათედრის პედაგოგი (1933); ი. გოგებაშვილის სახ. პედ. მეცნ. ინ-ტის რუს. ენისა და ლიტერარურის მეთოდური სექტორის ხელმძღვ. (1939-1950); შემდგენელი რუს. ენის სახელმძღვანელოებისა ქართ. სკოლებისათვის.

ლიტ.: ფურცელაძე სოლომონი დავითის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1. თბ., 1986. გვ. 431; საქართვ.  ეროვნ. არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი;  თსუ-ის ფონდი,  471-1-16, გვ. 5.