-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი საპატიო დოქტორი
ფრაიმუთი აქსელ (Freimuth Axel, 27.X.1957), ჰომბერგი, ახლანდელი დუისბურგი) თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის, მის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კიოლნის უნ-ტის (გერმანია) რექტორს, პროფესორს, დოქტორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (08.XII.2017).
ფ. ა. სწავლობდა ფიზიკას კიოლნის უნ-ტში პროფესორ დ. ვოლლებენის ხელმძღვანელობით (1977-1984). მან წარმატებით მოიპოვა სამეცნ. ხარისხი ფიზიკის დარგში არასტაბილურ ნაერთთა სატრანსპორტო მახასიათებლების შესახებ წარმოდგენილი თემით (1989). ფ. ა.-ს მიენიჭა უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაცია ექსპერ. ფიზიკის განხრით თემაზე: ”სატრანსპორტო მახასიათებლები მაღალტემპერატურული ზეგამტარების შერეულ მდგომარეობაში“ (კიოლნის უნ-ტი, 1994).
ფ. ა. კიოლნის უნ-ტში გამოყენებითი ფიზიკის კათედრაზე მეცნიერ-ასისტენტის სტატუსით მუშაობდა (1984-1995). სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: კარლსრუეს უნ-ტის ფიზიკის ინ-ტისა და კიოლნის უნ-ტის მეორე ფიზიკის უნ-ტის პროფესორი, ამავე უნ-ტის დირექტორთა საბჭოს წევრი (1998), მეორე ფიზიკის უნ-ტის დირექტორი (1999-2000), კიოლნის უნ-ტის ფიზიკის დეპარტ. ხელმძღვ. (2000-2002).
ფ. ა. მოწვეული პოფესორის სტატუსით იმყოფებოდა ბრიტანული კოლუმბიის უნ-ტში (2002), შემდეგ კი კიოლნის უნ-ტის მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების ფაკ-ტის დეკანის თანამდებობა ეკავა (2003-2005). იგი კიოლნის უნ-ტის რექტორია (2005).
ფ. ა. სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდა წამყვან პოზიციებზე: მაქს-პლანკის ინ-ტის (ასაკობრივი ბიოლოგიისა და მეტაბოლიზმის კვლევა) სამეურვეო საბჭოს წევრი (2015), კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე (2014-2015), მაქს-პლანკის რადიოასტრონომიის ინ-ტის სამეურვეო საბჭოს წევრი (ბონი, 2010), მაქს-პლანკის სამეწარმეო სამეცნ. კვლ. ინ-ტის სამეურვეო საბჭოს წევრი (კიოლნი, 2005).