-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი ბიზნესმენი
ფოცხიშვილი დავით ვახტანგის ძე
ფოცხიშვილი დავით ვახტანგის ძე (3.XII.1958, თბილისი), მათემატიკოსი და ბიზნესმენი. თსუ-ის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. დაამთავრა: კომაროვის სახ. თბილ. ფიზ.-მათ. სკოლა (1972-1975) და ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1975-1980). იყო ქსელების ტექნოლოგიების ინ-ტის ინჟინერი (1981-1982); თსუ-ის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1983-1991). ეწევა ბიზნესსაქმიანობას (1992-დან). ბიზნესის ძირითადი მიმართულებაა წყლის ტექნოლოგიები და სამრეწველო პროცესების ავტომატიზაცია.