-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ფოკინა ნატალია (22.XI.1947, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1970); იყო მეცნიერ და უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი თსუ-ში (1974-2006), ვიზიტორ-მეცნიერი ბაიროითის უნ-ტში (გერმანია) (1995-1997), მეცნიერ და მთ. მეცნიერ-თანამშრომელია საქართვ. ტექ. უნ-ტის ინ-უტ "ტალღა”-ში (2013-დან), ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1995). არის 60-მდე სტატიის რეფერირებად სამეცნ. ჟურნალში. ფ. ნ. პედ. მოღვაწეობაა: ასპირანტების ხელმძღვანელობა-სამეცნ. თემა- მრავალდონიანი პარამაგნიტული სისტემების არაწრფივი დაბალ ტემპერატურული სპინური დინამიკა (1986-1990); სამეცნ. თემა-ბირთვული რელაქსაცია და დაბალსიხშირული შთანთქმის გაძლიერება მყარ სხეულებში დაბალ ტემპერატურაზე (1988-1992), სამეცნ. თემა-რადიოსიხშირული გამოსხივება რეზონატორთან დაკავშირებული ინვერტირებული სპინური სისტემების მიერ (1988-1993), სპინური რელაქსაცია არატიპიურ მეტალებში და დიელექტრიკებში და მათი კვლევის მეთოდები (2002-2005). მისი სამეც. ინტერესთა სფეროებია: დაბალ ტემპერატურაზე სპინების დინამიკა, არაწრფივი მოვლენების ფენომენები, რადიოსიხშირული ზეგამოსხივება, გასწვრივი გამოძახილი, სპინური რელაქსაცია არატიპიურ მეტალებში, სპინური დინამიკა დოპირებულ ლანთანუმის მანგანიტებში, სპინ ტრიპლეტური მდგომარეობების დინამიკა.