ფოგტი ჰანს
ფოგტი ჰანს

ოგტჰანს (Vogt  Hans, 01.VI.1903-25.IX.1986),  აღმოსავლეთმცოდნეობაში შეტანილი წვლილისათვის ნორვეგიელ  მეცნიერს, ქართ. ენის მკვლევარს, ოსლოს უნ-ტის რექტორს,   საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა (29. IX.1966).

ფ. ჰ. ნორვეგიელი ენათმეცნიერი და კავკასიოლოგია. მან საფუძვლიანად იკვლია შემდეგი საკითხები: ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი შესწავლა, ქართულ და ქართველურ ენათა ლექსიკის ისტ. და ეტიმოლოგიის საკითხები, ქართველურ და სხვა იბერიულ-კავკასიურ ენათა გენეტიკური ურთიერთობა.

ფ. ჰ.-მა დაასრულა ოსლოს უნ-ტი ფილოლოგის სპეციალობით (1928) და ამავე უნ-ტში დაიცვა სადოქტორი თემა: “ახალი ქართული ენის გრამატიკის ნარკვევები” (1936). მან პარიზში მყოფ ქართველთა დახმარებით დაიწყო ქართ. ენის შესწავლა (1924). იგი სტუმრობდა საქართ. (1932-1934), სადაც ქართვ. მეცნიერების დახმარებით გაიღრმავა ენის ცოდნა და გაეცნო ქართულ კულტურას. ფ ჰ.-ის ავტორობით ფრანგულ ენაზე გამოიცა  “ქართული ენის გრამატიკა“ (1971),” რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

პროფესორი ნორვეგიის მეცნ. და ლიტერატურის აკადემიის (1937), დანიის მეცნ. და ლიტერატურის სამეფო აკად. (1957) და ნორვეგიის ენისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი იყო (1971).

მეცნიერი იკავებდა ოსლოს უნ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტის დეკანის (1958-1963), შემდეგ კი – ამავე უნ-ტის რექტორის თანამდებობებს (1964-1969). უძღვებოდა ქართ., სომხ. და უბიხური ენების სალექციო-სასემინარო კურსებს.

ფ. ჰ. საპატიო წევრია ხვადასახვა ორგანიზაციისა: ამერიკის ლინგვისტური საზ-ბა, ევრ. კავკასიოლოგიის საზ-ბა, საქართვ. ენათმეცნიერების ინ-ტი. მეცნიერს მინიჭებული ჰქონდა ნანსენის სახ. მედალი (1967) და საპატიო ლეგიონის კავალერის წოდება.