ფოჩხუა ბიძინა არსენის ძე
ფოჩხუა ბიძინა არსენის ძე

ფოჩხუა ბიძინა არსენის ძე (28. IX. 1916, ქ. ქუთაისი-10. II. 1981), მეცნიერი, ენათმეცნიერი, ზოგადი ენათმეცნ. და ქართველურ ენათა სპეციალისტი, ფილოლ. მეცნ. დოქტორ. დაასრულა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1939). თსუ-ში კითხულობდა ზოგადი ენათმეცნ. და ქართ. ლექსიკოლოგიის კურსებს (1942-დან). ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინს-ტში. საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტში იკვლევდა ენათმეცნ. თეორიის, ქართ. და ქართველურ ენათა ფონეტ.-გრამატიკული სტრუქტურისა და ლექსიკოლოგიის საკითხებს. მონაწილეობდა ქართ. ენის განმარტებითი ლექსიკონის მომზადებაში (VIII ტ. ერთ-ერთი რედაქტორი), რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქ. სსრ სახელმწ. პრემია. მისი თაოსნობით შედგა ქართ. ენის ინვერსიული ლექსიკონი (1967). ხელმძღვანელობდა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა სიმფონიის შედგენას უნ-ტის ვაჟა-ფშაველას კაბინეტში. მუშაობდა ქართ. ენის იდეოგრაფიული ლექსიკონის შესადგენად (1970-დან). შეადგინა 3 დარგის (მცენარეები, ცხოველები, არაცოცხალი ბუნება) იდეოგრაფიული ლექსიკონი. მასვე ეკუთვნის „ქართული ენის ლექსიკოლოგია“ (1974), იგი გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტ. (1975). 

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ფოჩხუა, ბ. (1984). თანამედროვე ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონი: ნაკვ. 1, მეცნიერება.