-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ფხაკაძე მანანა ლეონიდეს ასული (26. I. 1948, თბილისი), ფილოლოგ-კლასიკოსი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1971), ასპირანტურა (1979). გახდა ფილოლ. მეცნ. კანდ. (1990); თსუ-ის დოცენტი (1991) და ასოცირებული პროფესორი (1992). არის არაერთი სტატიისა და წიგნის ავტორი, მაგ., „ჰეროდოტე, ისტორია“ (2013); „გახსოვდეს ათენელები“ (2011); „ბერძნები საქართველოში“ (თანაავტორი, 2000); „Veni vidi vici“ (თანაავტორი, 2012); „დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო“ (თანაავტორი, 2012) და ა. შ. მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „მენენადრეს „სამოსელი ქალი“ (1990).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ფხაკაძე, მ. (თანაავტორი). (2008). ლათინური ენა თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941401312; ფხაკაძე, მ. (2009). ჰეროდოტე, ისტორია. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941130700; ფხაკაძე, მ. (თანაავტორი). (2009). ანტიკური ლიტერატურის ანთოლოგია: ტ. 2-3. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941401350, ISBN: 9789941401435; ფხაკაძე, მ. (თანაავტორი). (2009). ანტიკური ლიტერატურა: საუნივერსიტეტო კურსი. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941401572; ფხაკაძე, მ. (თანაავტორი). (2013). ელინისტური და რომაული კომედია. თბ., სულაკაურის გამ-ბა, ISBN: 9789941159145; ფხაკაძე, მ. (2013). ქართული კულტურა. თბ., ასოციაცია „კულტურათა დიალოგი“, ISBN: 9789941437526; ფხაკაძე, მ. (თანაავტორი). (2014). გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი, კეისართა ცხოვრება. თბ., სულაკაურის გამ-ბა, ISBN: 9789941231100; ფხაკაძე, მ. (თანაავტორი). (2014). საუბრობ ლათინურად? . თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941437700; ფხაკაძე, მ. (2015). მენანდროსის ხასიათები და დრამატურგიული ტექნიკა. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941437915; ფხაკაძე, მ. (თანაავტორი). (2016). SCHOLA LATINA: 1-4. თბ., ლოგოსი. ISBN: 9789941437809; ფხაკაძე, მ. (2021). ტროას ომის შემდეგ: (მე-2 გამოც.). თბ., ლოგოსი, ISBN: 9994031078.