ფიზიკის ფაკულტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრა
ფიზიკის ფაკულტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრა

ფიზიკის ფაკულტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრა (1948-2006).  ფიზ.-მათ. ფაკ-ტის ფიზ. განყ-ბის ბაზაზე შეიქმნა ფიზ.-ტექნ. ფაკ-ტი, რ-იც გდაკეთდა ფიზ. ფაკ-ტად (1948-1952). პროფ. ი. ვეკუას ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ფიზ.-ტექნ. ფაკ-ტის, შემდგომში ფიზ. ფაკ-ტის, უმაღლ. მათ. კათედრა (1848-1952).  კათედრას ხელმძღვანელობდა პროფ. ვ. კუპრაძე (XII.1953-II.1954), შემდგომ კათედრის გამგეები იყვნენ: პროფ. შ. მიქელაძე (II. 1954-IX.1955), პროფ. ე. წითლანაძე (1955-1983), დოცენტი ო. ნაფეტვარიძე (1983-1994). შემდეგ სასწ. წელს კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა დოცენტი ე. ჭელიძე (1994-1995). ბოლოს კათედრის გამგე იყო პროფ. თ. ვეფხვაძე (1995-2006). გარდა პედაგოგიური საქმიანობისა კათედრა ეწეოდა სამეცნ.-კვლევით მუშაობას მათემატიკის სხვადასხვა მიმართულებით. გაძლიერდა სწავლება მათ. განათლების მიმართულებით და ფაკ-ტის კურსდამთავრებულები ფიზ. მასწავლებლის კვალიფიკაციასთან ერთად იღებდნენ მათ. მასწალებლის კვალიფიკაციასაც (1995-2006). ჩამოყალიბდა მაგისტრატურა მათ. განათლებაში (2000-2006). მზადდებოდა მაგისტრები მათ. სწავლების მეთოდიკაში. კათედრამ დაასრულა არსებობა 2006 წელს.