-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ფიცხელაური თამაზ გრიგოლის ძე (31.X.1942, თბილისი-13.V.2005, თბილისი). დაამთავრა თბილ. 55-ე საშ. სკოლა (1959) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი რადიოფიზიკის სპეციალობით (1965); მე-4 კურსიდან მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში, შემდეგ - მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის ინ-ტში (მეფი) (1969-2005); ბოლო პოზიცია იყო ინფორმაციული ტექნოლ. განყ-ბის გამგე (1980-2005). ფ. თ.-ის ხელმძღვანელობით გაუმჯობესდა ექსპერ. ინფორმაციის ანალიზის გამზომი ნ/ა ხელსაწყოები, რ-იც გადაეცათ საქართვ., სომხეთისა და ბულგარეთის სხვადასხვა კვლევით დაწესებულებებს. თსუ-ის მეფი-მ პირველმა მიიღო თანამგზავრიდან სიგნალი სატელიტური ანტენის მეშვეობით, რ-ის დადგმაც განხორციელდა (1996) NATO/INTASS-ის დაფინანსებითა და ფ. თ.-ს აქტიური მონაწილეობით. თსუ-ის მეფი-ში შეიქმნა მაღალი ენერგიების ფიზიკის საკომუნიკაციო და კომპიუტერული ქსელების ცენტრი (The Georgian High Energy Physics Community and internet). პირველად, სწორედ ამ ინტერნეტ სივრცეში ჩაერთნენ საქართვ.აკად., სამედიცინო და კვლევითი დაწესებულებები (NATO ქსელის განვითარება კავკასიის რეგიონში, IOS Prees 2001). ფ. თ.-ის ძირითადი სამეცნ. კვლევების მიმართულებები: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, საქართვ. საგანმან. ინტერნეტ ქსელებისა და რეგიონული ინტერნეტ ინფრასტრუქრურის შექმნა და განვითარება; არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე, 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. და განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „A-dependence of Polarization of Λ0 Produced Inclusively in Neutron - Nucleus Interactions“ (Z.Phys.C 36, 27, 1987); „Associated production of Phi mesons and strange particles and double Phi meson production“ (Czech.J.Phys. 42, 159-167, 1992); „A Measurement of the transverse polarization of Lambda hyperons produced in n C reactions in the EXCHARM experiment“ (Eur.Phys.J.C 13, 427-432, 2000); ფ. თ. მონაწილებდა საგრანტო პროექტების დაგეგმვასა და საერთაშ. კონფერენციებში. სამეცნ. სამუშაო ვიზიტებით იმყოფებიდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამეცნ. ცენტრში (ბულგარეთი, სომხეთი, კალინინგრადი, გერმანია, უფრო ხშირად დუბნა და პროტვინო); აქტიურად იყო ჩართული საერთაშ. სამეცნ. ცენტრებისა (Dubna-Alma Ata-Budapest-Bucharest-Moscow-Prague-Sofiya-Tbilisi) და ექსპერიმენტების BIS-2 (JINR), EXCHARM (JINR) თანამშრომლობებში მიმდინარე სამეცნ. კვლევებში. აღსანიშნავია ფ. თ.-ს წვლილი საქართვ. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტში: „კახეთის რეგიონის კომპიუტერული ქსელის შექმნა“ (2001): Aironet BR-2000E რადიოხიდებით ერთი ანტენა განათავსეს თბილ. ტელეანძაზე (160მ სიმაღლეზე), მეორე - თელავის რეტრანსლატორზე (59კმ. დაშორებით), მიღებული 512 kbps სტაბილური კავშირი იმ დროს ქვეყნისთვის დიდი მიღწევა იყო. ფ. თ. განათლების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა საპატიო სიგელით თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის უფრ. მასწავლებლისა (11 იანვ. 1979) და თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის ლაბორ. გამგის პოზიციებზე მუშაობისას (18 დეკ. 1982).