ფიშერი სთენლი
ფიშერი სთენლი

ფიშერი სთენლი (Stanley Fischer, 15.X.1943, ზამბია) თსუ–ის სამეცნ. საბჭომ ეკონ. მეცნიერებებისა და საერთაშ. ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის აირჩია საპატიო დოქტორად (27.VII.1996).

ფ. ს.  ბაკალავრისა (1965) და მაგისტრის ხარისხები (1966) ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მოიპოვა, ხოლო შემდეგ მასაჩუსეტსის ტექნიკურ ინ-ტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა (1969). იგი აქვე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. იყო ეკონომიკის პროფესორის თანაშემწე (1973-1977), ხოლო შემდეგ ამავე უნ-ტის საპატიო პროფესორი (1977).

ფ. ს.-ს მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის თანამდებობა ეკავა (1988-1990), შემდეგ წლებში იგი საერთაშ. სავალუტო ფონდის მმართველის პირველი მოადგილე იყო (1994-2001). იგი მუშაობდა ,,სითი“ ჯგუფში (2000-2005) და გახდა მისი ვიცეპრეზიდენტი. ფ. ს. ხელმძღვანელობდა ისრაელის ბანკს (2005-2013). დროის ამ პერიოდში ჟურნალმა „გლობალური ფინანსები“ სამჯერ დაასახელა ცენტრ. ბანკის საუკეთესო ხელმძღვანელად. იგი არის ბ. ხარმსის 2002 წლის პრემიის ლაურეატი.

ფ. ს. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, დაინიშნა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ვიცეთავმჯდომარედ (2014).

ფ. ს. რედაქტორობდა ჟურნალს „ეროვნული ეკონომიკური კვლევითი ბიუროს ყოველწლიური პუბლიკაციები მაკროეკონომიკაში“ (1986–1994). არის „სავალუტო ეკონომიკის ჟურნალის“  სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ფ. ს.-ს ძირითადი ნაშრომებია: „მაკროეკონომიკა“ (1978; 2001), „ლექციები მაკროეკონომიკაში“ (1989), „მაკროეკონომიკური ფაქტორების როლი ეკონომიკურ ზრდაში“ (1993).