-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი ტექნოლოგი მეცნიერ თანამშრომელი
ფირცხალავა ნინო ბიკენტის ასული (29.III.1964, თბილისი), ქიმიკოსი, ტექნოლოგი. დაამთავრა სპი-ის ქიმ. ტექნოლ. ფაკ-ტი ორგან. და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლ. სპეციალობით და მიენიჭა ინჟ.-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცია (1986). გაიარა ასპირანტურის კურსი (1991–1995), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სორბენტების მოლეკულურ-საცრული ეფექტის გამოყენებით ზოგიერთი ბენზოლწარმოებული იზომერის ქრომატოგრაფიული დაყოფის პროცესის გამოკვლევა“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1995). სხვადასხვა დროს იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1987-1995), მეცნიერ თანამშრომელი (1995-1999), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1999-2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზ.-ქიმ. პროცესების კვლევის ლაბორ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2010–დან). მისი შრომები ეხება საქართველოში არსებული ცეოლითების მარაგების გამოყენებას გარემოს დაცვის მიზნით და სოფლის მეურნეობაში, რ-იც ითვალისწინებს ახ. ადსორბენტების შექმნას მავნე გამონაბოლქვებისაგან ატმ. ჰაერის დასაცავად და ნავთობით დაბინძურებული ნიადაგების გასუფთავებისათვის, აგრეთვე ახ. ეკოლოგიურად უსაფრთხო პროლონგირებული მოქმედების სუბსტრატების მიღებას. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში, რ-ებიც შესულია SCOPUS და Web of Science ბაზებში:„Adsorptive removal study of the frequently used fluoroquinolone antibiotics - Moxifloxacin and norfloxacin from wastewaters using natural zeolites“ (Mediterranean Journal of ChemistryOpen source preview, 2019, 9(2)); „Effect of clinoptilolite acid activation on ceftriaxone sorption from wastewaters“ (Research Journal of Chemistry and EnvironmentOpen source preview, 2021, 25(5); „Removal of Some Frequently Used Antibiotics from Wastewaters Using the Natural Zeolite Adsorption Method Combined with Analytical HPLC Procedures: Pollutant Removal from Wastewater” (Environmental Technology and Sustainability: Physical, Chemical and Biological Technologies for Environmental Protection, 2024) და სხვ. მონაწილეა ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების და ხელმძღვ. და ძირითადი შემსრულებელი ეროვ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების: „ბუნებრივი ცეოლითები ჩამდინარე წყლების ანტიბიოტიკებისაგან გაწმენდის ადსორბციულ პროცესში“ და „საქართველოს ცეოლითები და ატმოსფერული ჰაერის დაცვა“.