ფირცხალაიშვილი ჯონი მიხეილის ძე
ფირცხალაიშვილი ჯონი მიხეილის ძე

ფირცხალაიშვილი ჯონი მიხეილის ძე (22.V.1947, ლანჩხუთი), დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1970); ორჯონიკიძის საერთო-საჯარისო სასწავლებელი (1973) და ფრუნზეს სახ. საერთო-საჯარისო სამხ. აკადემია (1978). იყო ოცეულის მეთაური (1970-1974); ასეულის მეთაური (1972-1973); ბატალიონის შტაბის უფრ. (1973-1974); ბატალინოს მეთაური (1974-1978); პოლკის შტაბის უფრ. (1978-1981); პოლკის მეთაურის მოადგილე (1981-1982); პოლკის მეთაური (1982-1983); დივიზიის შტაბის უფრ. (1983-1985); დივიზიის მეთაური (1985-1988); ვინიცის ოლქის სამხ. კომისარი (1988-1990); საქართვ. სამხ. კომისარი (1990-1991); საქართვ. თავდაცვის მინისტრი (1991-1992); ეროვნ. უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავ-რის, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამხ. კონსულტანტებისა და ინსპექტორების ჯგუფის უფროსის მოადგილე - მთ. სამხ. კონსულტანტი (1992-1993); სახმელეთო ჯარების სარდალი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (1996); შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის უფრ. (1998-2003). მიღებული აქვს მედალი "სსრკ შ. მ. 60 წელი" (1978) და III ხარისხის მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის" (1981). მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები:  ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (2003); ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2000); წითელი ვარსკვლავის ორდენი (1982); მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"(1973). მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხ. წოდება (1999).