-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასისტენტ-პროფესორი
ფირცხალაიშვილი დეა კობას ასული (15.VII.1994), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასისტენტ-პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტი (2016), მაგისტრატურა და დოქტურანტურა. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კარიერის მართვის სრულყოფის ინსტრუმენტები“ (2021). მუშაობდა ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტზე, გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის პროფესორ ასისტენტად (2020-2022), დღემდე არის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ის, გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2022-დან). გამოქვეყნებული აქვს 20-მდე ნაშრომი, მათ შორის Web of Science-სა and Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალებში. მონაწილეობდა საერთაშ. ვორქშოფსა და კონფერენციებში, მიზნობრივ კვლიფიკაციის საგრანტო პროექტებში. არის სამაგისტრო საგანმან. პროგრამის-„ხელოვნების მენეჯმენტის“ თანახელმძღვანელი. რექტორის ბრძანებით დაჯილდოებულია ფინანს. ჯილდოთი, საერთაშ. რეცენზირებად და მაღალ იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებისათვის:„Study of the factors influencing the satisfaction of employees in the territorial units of the Tbilisi city hall” (ACCESS: Access to science, business, innovation in digital economy, 2013).