- კატეგორიები: მათემატიკოსი
ფირაშვილი თეიმურაზ (21.I.1954, სიღნაღის რაიონი, სოფ. ნუკრიანი) – ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა ვლ. კომაროვის სახ. თბილ. ფიზ.-მათ. №199 საშ. სკოლა (1971), იყო საქართვ. ნაკრების წევრი საკავშ. მათ. ოლიმპიადებზე; წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1976), ასპირანტურა (1979). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (მინსკი, 1981), მათ. ჰაბილიტირებული დოქტორი (ვარშავა, 2000), საქართვ. ეროვნული მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (2025). თბილ. კიბერნეტიკის ინ-ტის უმცროსი მეცნ. თანამშრომელი (1980-1982), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში უმცროსი მეცნ. თანამშრომელი (1982-2000), მთ. მეცნ. თანამშრომელი (2000-2006), ლესტერის უნ-ტში ასოცირებული პროფესორი (გაერთიანებული სამეფო, 2006-2021), საქართვ. უნ-ტის მათ. ინ-ტის მთ. მეცნ. თანამშრომელი (2021-დან), თსუ-ის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მთ. მეცნ. თანამშრომელი (2022-2024, 0.5 საშტატო ერთეული). ფ. თ.-ს კვლევის არეალი მოიცავს ალგებრას და ალგებრული ტოპოლოგიას. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო პოლინომური ფუნქტორების შესწავლა და არის ფუნქტორთა ჰომოლოგიის, როგორც დარგის ერთი შემქნელი, მისი თანაავტორები იყვნენ ისეთი ცნობილი მათემატიკოსები, რ-ებიც იყვნენ ფ. ვალდჰაუზენი, ჟ.-ლ. ლოდე, ჰ.-ი. ბაუსი, ვ. ფრანჟუ, ასევე ზ. ფიედოროვიჩი, რ. ფოგტი და სხვ. მან ლოდესთან ერთად დაიწყო ლაიბნიცის ალგებრების დამუშავება, რ-ებიც სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თანამედროვე გეომეტრიასა და ფიზიკაში (Loday, J.-L., Pirashvili, T., Universal enveloping algebras of Leibniz algebras and (co)homology. Math. Ann. 296 (1993), 139-158; ISSN: 0025-5831; 1432-1807/e.). მან პირველმა განმარტა მაღალი რიგის ჰოხშილდის ჰომოლოგიები, რ-ებიც ცნობილია ასევე ფირაშვილი-ჰოხშილდის ჰომოლოგიების სახელითაც და მიიღო მისი მნიშვნელოვანი გამოყენება ფუნქციათა სივრცეების ტოპოლოგიურ შესწავლაში (Pirashvili, T., Hodge decomposition for higher order Hochschild homology. Ann. Sci. École Norm. Sup. (4) 33 (2000), no. 2, 151-179, ISSN: 0012-9593 (print), 1873-2151 (electronic)). მას მიენიჭა ჰუმბოლტის პრემია ფუნქტორთა ჰომოლოგიასა და ტოპოლოგიურ ჰოხშილდის ჰომოლოგიებს შორის მჭიდრო კავშირის აღმოჩენისთვის (Pirashvili, T., Waldhausen, F., Mac Lane homology and topological Hochschild homology. J. Pure Appl. Algebra 82 (1992), no. 1, 81-98; ISSN: 0022-4049; 1873-1376/e; 1999). ფ. თ. იყო მიწვეული მსოფლიოში ცნობილ ბურბაკის სემინარებზე პოლინომურ ფუქტორებზე (2000). გარდა ამისა, ფ. თ.-მ რიგი გამოკვლევები მიუძღვნა მცირე კატეგორიათა და ალგებრული თეორიების კოჰომოლოგიებს და მათ გამოყენებებს ჰომოტოპიის თეორიაში. აღსანიშნავია ასევე მისი როლი ორგანზომილებიანი ჰომოლოგიურო ალგებრის ჩამოყალიბებაში. ფ. თ. იყო საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. “North-Western European Journal of Mathematics” (2015-2023) და “Extracta Mathematicae” (2005-2022) რედკოლეგიის წევრი. მისი ხელმძღვანელობით იყო დაცული 5 დისერტაცია, ერთი საქართველოში, ერთი გერმანიაში და სამიც გაერთიანებულ სამეფოში. ფ. თ. მონაწილეობდა ექვს ადგილობრივ გრანტში (International Science Foundation Research Grant, # MXH100 and # MXH200 (1994-1998), Grant GM1-115 of the U.S. CRDF, GNSF/ST09-730-3-105, ST08/3-387 GNSF, Shota Rustaveli Georgian National Science Foundation FR-22-199 (1996-1998)). ის იყო აგრეთვე შემდეგი საერთაშ. გრანტების ლოკალური კოორდინატორი: Intas-93-2618, Intas-93-2618-Ext (1994-2003), Intas 00-00817 (1994-1999), Algebraic K-Theory, Linear Algebraic Groups and Related Structures, TMR network, ERB FMRX CT-97-0107 (2000), Algebraic K-Theory, Linear Algebraic Groups and Related Structures, RTN-Network HPRN-CT-2002-00287 (2003-2007) და ასევე მონაწილეობდა გრანტებში: MCYT, Grant BSFM2003-04686-C02-02 (2003-2005, Ministry of Education and Sciences of Spain), MEC, Grant MTM 2006-15338-C02-02 (2007-2008, Ministry of Education and Sciences of Spain). ფ. თ. იყო ლონდონის მათემატიკოსთა საზოგადოების წევრი (2010-2022), ის ასევე არის საქართვ. მათემატიკოსთა საზოგადოებათა წევრი (2005), ის იყო საქართვ. მათემატიკის ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი (2006-2011).
თხზ.: Franjou, V., Friedlander, E. M., Pirashvili, T., Schwartz, L. (2003). Rational Representations, the Steenrod Algebra and Functor Homology. Panoramas et Synthèses [Panoramas and Syntheses], 16. Société Mathématique de France, Paris, 132 pp.; ISBN: 2-85629-159-7.