ფილინა მარიამ ანატოლის ასული
ფილინა მარიამ ანატოლის ასული

ფილინა მარიამ ანატოლის ასული (19. VI. 1951, თბილისი), სლავისტი, პოლონისტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1973),  თსუ-ის ხელოვნების ფაკ-ტი (1974) და თსუ-ის ასპირანტურა (1977). დაიცვა დისერტაციები: ფილოლ. მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე "Что делать?" Н.Г. Чернышевского и социально-философский утопический роман“ (1979) და ფილოლ. მეცნ. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „Грузино-Польские литературные взаимосвязи XIX-XX веков“ (1991). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ხალხთა მეგობრობის მუზეუმის უმცროსი, უფრ. და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1977-1995); თსუ-ის რუს. ლიტ-რის  კათედრის დოცენტი და პროფესორი (1994-2006); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სლავისტიკის ინ-ტის პროფესორი (2006-დან); რუსისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვ., სლავისტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვ.; თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის  საბჭოს წევრი (2024-დან); საქართვ. მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (2018-დან); პოლონეთის რესპ. სამეცნ. აკად. პოლიტოლოგიის ინ-ტის სამეცნ.-სარედაქციო საბჭოს წევრი (ვარშავა, 2024-დან); ვარშავის უნ-ტის ჟურნ. „აღმოსავლეთის მიმოხილვის“ („Przegląd Wschodni“) საბჭოს წევრი (2025-დან); „ღიმილის ორდენის“ („Order Uśmiechu”) გამგეობის წევრი (ვარშავა, 2010-დან); დავით აღმაშენებელის უნ-ტის საპატიო პროფესორი; საქართვ. პოლონელთა კულტ.-საგანმან. კავშირ „პოლონია“ დამფუძნებელი და თავ-რე (1995-დან). ფ. მ-ს გადაეცა ჯილდოები: ღირსების ორდენი (საქართვ., 2000); პოლონეთის რესპ. სენატის ოქროს თასი (2002), „Fidelis Poloniae” (საერთაშ. ორგანიზაცია „პოლონიას“ ჯილდო, 2002); საპატიო მედალი „ტოლერანტობის იდეების დამკვიდრებაში“ (მსოფლიო ფონდი  „ტოლერანტობა“, ვარშავა-ლონდონი, 2005); პოლონეთის რესპ. დამსახურებისათვის  კავალერის ჯვრის ორდენი (პოლონეთი, 2005);  ორდენი და წოდება „პოლონეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებელი მოღვაწე“ (ვარშავა, 2015); წოდება   „ტოლერანტობის ქომაგი“ (საქართვ.   სახალხო დამცველის ჯილდო, 2020); პოლონეთის რესპ. დამსახურებისათვის ოფიცრის ჯვრის ორდენი (პოლონეთი, 2021); თსუ-ის ოქროს მედალი (2021); ჟეშუვის უნ-ტის საპატიო მედალი (პოლონეთი, 2021); ბიდგოშჩის ეკონ. და ადმინისტრაციის უმაღლ. სკოლის წმ. დედოფალ იადვიგას სახ. საპატიო მედალი (პოლონეთი, 2023); სახელმწ. ენის დეპარტამენტის, ქ. თბილ. საკრებულოს და საქართვ. პარლამენტის ეროვნ. ბიბლიოთეკის სიგელი „ქართულ-პოლონურ კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის“ სიგელი (2025) და სხვ. ფ. მ. ავტორია 180-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა: „ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“ და ადამ მიცკევიჩის „ფარისი“ - პარალელები“ (2021); „პოლონელთა ბედი კავკასიაში“ (2017), მათ შორის 7 წიგნისა, რ-ებიც გამოქ­ვე­ყ­ნე­ბულია საქართვ-ში, პოლონეთში, გერმ-ში, იტალ-ში, რუს-ში, უკრაინასა და სომხეთში. არის 12 სამეცნ. კრებ. შემდგ. და მთ. რედ. ნაშრომების თემატიკაა: პოლონური და რუს. ლიტ-რის ისტ-ის საკითხები, ქართ.-პოლონური და ქართ.-რუს. ლიტ. ურთიერთობები. არის არაერთი კრებ.ს ავტორი: „პოლონელები საქართველოში“ (ფ. მ-ისა და იუზეფ პორაისკი-პომსტას რედაქციით) (2004); „პოლონელების 200 წელი კავკასიაში. ქართულ-პოლონური ურთიერთკავშირები“ (2004); „ეტიუდები კულტურათა მიჯნაზე“ (2007); „პოლონური კავკასია. ქართულ-პოლონური ურთიერთობების ისტორია და პერსპექტივები“: ტ. I-II. (2016-2017); „პოლონეთი - საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი“ (2022); პოლონური მემკვიდრეობა საქართველოში (2022, პოლონურ ენაზე) და ა.შ. არის 100-ზე მეტი სამეცნ. კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე, 12 სამეცნ. კონფერენციის, მათ შორის, საერთაშ. ორგანიზატორი და სამეცნ. კომიტეტის თავ-რე.

თხზ.: ფილინა, მ. (1991). XIX-XX საუკუნეების ქართულ-პოლონური ლიტერატურული ურთიერთკავშირები (მონოგრაფია). თბ., უნ-ტის გამ-ბა; ფილინა, მ. (2014). Борис Пастернак в Грузии. Международный Культурно-просветительский союз «Русский клуб». Тб., ISBN: 9789941071447; ფილინა, მ. (2014). «Кавказ… несомненно страна любви». Лев Толстой в Грузии. Международный Культурно-просветительский союз «Русский клуб». Тб., ISBN: 978994109114; ფილინა, მ. (2015). Losy Polaków na Kaukazie. Część 1: „Tbiliska grupa” polskich poetów zesłańczych. Тб., Универсал, ISBN: 9789941226823; ფილინა, მ. (2016). Судьбы поляков на Кавказе: Ч. 1. «Тбилисская группа». Тб., Универсал, ISBN: 9789941227677; ფილინა, მ. (თანაავტორი). (2018). პოლონელთა ბედი კავკასიაში. ნაწ. 1: პოლონელ გადასახლებულ პოეტთა „თბილისური ჯგუფი“ თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941264757.