-
ავტორი
- კატეგორიები: კლიმატოლოგი
ფიგუროვსკი ივანე ვლადიმერის ძე
ფიგუროვსკი ივანე ვლადიმერის ძე (5.IV.1865, ვარშავა-27.VI.1940, თბილისი), დაამთავრა ვარშავის უნ-ტი (1893). მუშაობდა თბილ. ფიზიკურ ობსერვატორიაში (1895-1907 და 1912-1921). მისი შრომები ძირითადად ეხება კავკასიის კლიმატოლოგიის საკითხებს. პირველმა შეიმუშავა კავკასიის ჰავის დეტალური კლასიფიკაცია, და მოგვცა მისი კლიმატური დარაიონება (1903-1905). იყო თსუ-ის პროფესორი (1919-1921). კლიმატოლოგი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1921).