- კატეგორიები: ისტორიკოსი
ფიფია ნათია თორნიკეს ასული (31. I. 1983, თბილისი). ისტორიკოსი. ისტორიის აკად. დოქტორი (2013), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საქართვ. ისტორიის ს/ს ინ-ტის ასისტენტ-პროფესორი (2016-დან). თსუ-ში კითხულობს ლექციებსა და უძღვება სემინარებს (2012-დან), მათ შორისაა შემდეგი კურსები: 1) საქართვ. ისტორია (ზოგადი კურსი) ქართულ და რუსულ ენებზე (2012, 2016-დღემდე), 2) ისტორიის შესავალი (2016-დღემდე), 3) საქართვ. ისტორია (1917-2006 წწ.), (2016-დღემდე). ასევე კითხულობს საავტორო საგნებს: 1) ქალი ანტ. ხანისა და ფეოდალურ საქართველოში (2024 წლიდან), 2) რომანულენოვანი წყაროები ფეოდ. ხანის საქართვ. შესახებ (2024 წლიდან). არის თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი (2024-დან). ავტორია 70-მდე სამეცნ. ნაშრომისა, მათ შორისაა 6 წიგნი. მოხსენებით წარსდგა 40-ზე მეტ საერთაშ. და 30-მდე ადგილობრივ კონფერენციაში. მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი პრესტიჟული რეგულარული კონგრესების მუშაობაში, როგორიცაა Rencontre Assyriologique Internationale, Congressus Internationalis Epigraphiae Graecae et Latinae, International Congress on Black Sea Antiquities, Congress of the Roman Frontier Studies/Limes Congress. სამეცნ. სტაჟირება გავლილი აქვს მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტში (2007-2008) ძვ. მსოფლიო ისტორიის კათედრაზე, ბამბერგის უნ-ტში (2012) რომის პროვინციების არქეოლოგიის კათედრაზე და ოქსფორდის უნ-ტში (2012) კლასიკური ცივილიზაციების კვლევის ცენტრში. თსუ-ის აკად.პერსონალისთვის განკუთვნილი ერასმუს პლუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კითხულობდა ლექციებს ვენეციის კა-ფოსკარის უნ-ტში (2020, 2021). მონაწილეობდა შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებულ გრანტებში, მათ შორის: 1) „აფხაზეთი საქართველოა (ისტორიულ-ნუმიზმატიკური ნარატივი)“ (2024-2025), 2) „ანტიკური ხანის ბერძნულ-რომაული ეპიგრაფიკა, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო“ (2019-2022), 3) „საქართველოს ბერძნული წარწერების ინგლისურ-ქართული ონლაინ კორპუსი“ (2015-2017), 4) „ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგი“ (2013-2015), 5) „ელინური ექსპერიმენტი დასავლეთ საქართველოში“, (2012), „საქართველო და გარესამყარო“ (2006-2009). გამარჯვებულია თსუ-ის საგრანტო კონკურსში პოსტდოქტორანტებისთვის თემით „მედეას მეტამორფოზა შუა ს. და აღორძინების ხანაში“ (2015-2017). ასევე, დამხმარე პერსონალად იყო ჩართული ფოლსკვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში „ენობრივი სიტუაცია საქართველოში“ (2007). მინიჭებული აქვს საქართვ. კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სახ. სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის (2010), ილია ჭავჭავაძის სახ. ახალგაზრდა მეცნიერთა სტიპენდია (2010). გარდა ამისა, არის ისტორიის მასწავლებელი ამერიკული პროგრამით Advanced Placement (AP). საქართველოში პირველმა დანერგა ამერიკული სტანდარტებით, კონკრეტულად AP პროგრამით ისტორიის სწავლება.
თხზ.: ფიფია, ნათია. (2009, ნაწ. I). (თანაავტორო). საქართველო და გარე სამყარო - ევროპის “შექმნა” და ევროპის ინტეგრაციის ისტორიული ფორმები, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, გამომცემლობა უნივერსალი, ISBN: 9789941101687; ფიფია, ნათია. (2014). ელინური ექსპერიმენტი დასავლეთ საქართველოში – ბერძნული ახალშენები (გენეზისი, ისტორია), გამომცემლობა მერიდიანი, ISBN:9789941108341; ფიფია, ნათია. (2020, ნაწ. 1). ნარკვევები არგონავტებისა და მედეას შესახებ. (ქართულ და ინგლისურ ენებზე), მერიდიანი, ISBN:9789941257520; ფიფია, ნათია. (2021). (თანაავტორი). Catalogue of Georgian Numismatics, Athens, Demetrius Siatris, ISBN: 9786188455818; ფიფია, ნათია. (2023). ანტიკური ხანის ბერძნული და ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო, სამშობლო, ISBN: 9789941983399; ფიფია, ნათია. (2025). (თანაავტორი). აფხაზეთი საქართველოა. ისტორიულ-ნუმიზმატიკური ნარატივი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, ISBN: 9789941879043.