-
ავტორი
- კატეგორიები: კლიმატოლოგი დოქტორი
ფიფია მიხეილ გივის ძე (04.XII.1972, თიანეთი), დაამთავრა საქართვ. ბიზნესის ორგანიზაციისა და ტექნოლოგიის ინ-ტი კლიმატოლოგიისა და მეტეოროლ. სპეციალობით (1999) და დოქტორანტურა საგარეო ურთიერთობათა მენეჯერის მიმართულებით (2013). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„სეტყვიანობის კლიმატოლოგია აღმოსავლეთ საქართველოში“ და მიენიჭა გეოგრაფიის აკად. დოქტორის ხარისხი (2016); მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის გეოფიზიკის ინ-ტში უფრ. მეცნიერ–თანამშრომლად (2021-დან). მონაწილეობა მიიღო საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,სეტყვიან დღეთა რაოდენობის სივრცულ–დროითი ცვლილებები კახეთის ტერიტორიაზე“ (მეცნიერება და ტექნოლოგიები=Science and technologies=Наука и технологии:სამეცნ. რეფერირებადი ჟურნ., 2016. N 1 (721)); ,სეტყვიან დღეთა რიცხვის მრავალწლიანი ცვლილების ზოგადი სტატისტიკური ანალიზი კლიმატის ცვლილების ფონზე აღმოსავლეთ საქართველოში“ (მეცნიერება და ტექნოლოგიები = Science and technologies = Наука и технологии:სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნ., 2016. N 1 (721); ,,სეტყვითი დღეების რაოდენობის მოსალოდნელი ცვლილებები თბილისში 2085 წლამდე” (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია:,,გეოფიზიკური პროცესები დედამიწასა და მის გარსებში". თსუ-ის შრომები, 2023); ,,თსუ-ის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტისა და სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი კვლევის ზოგიერთი შედეგი 2019 წლიდან 2023 წლამდე და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები” (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ.:მყარი დედამიწის, ატმოსფეროს, ოკეანისა და კოსმოსური პლაზმის ფიზიკა, 2024, ტ. 27(2)); ,,დასავლეთ საქართველოს მდინარეთა უდიდესი წყალმოვარდნების მაქსიმალური ხარჯების მრავალწლიური დინამიკა“ (ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის პრობლემები=Pressing problem in Hydrometeorology and Ecology:სამეცნ. რეფერირებადი შრომათა კრებ., 2025. N 136);
თხზ.:ფიფია, მ. (თანაავტორი). (2025). საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროება და მისი შერბილების რეკომენდაციები:[მონოგრაფია]. თბ., ტექ. უნ-ტი, გამომც. საჩინო.