ფიჩხაია გიორგი ნიკოლოზის ძე
ფიჩხაია გიორგი ნიკოლოზის ძე

ფიჩხაია გიორგი ნიკოლოზის ძე (15.XII.1960, თბილისი - 09.VII.2025), ექიმი, მკვლევარი, მედიცინის დოქტორი. დაამთავრა თსსი-ის სამკურნ. ფაკ-ტი (1983), თსსი-ის ასპირანტურა შინაგან სნეულებებში (1986). დაიცვა დისერტაცია პულმონოლოგიაში თემაზე:,,ფილტვების ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ცვლილებებისა და მათთან დაკავშირებული მეტაბოლური დარღვევების კლინიკური მნიშვნელობა ქრონიკული არასპეციფიკური ფილტვების დაავადებების მქონე პაციენტებში" და მიენიჭა დოქტორის  ხარისხი (1987). იყო საქართვ. თავდაცვის სამინისტროს სამედ. სამმართველოს ცენტრ. ჰოსპიტა­ლის პულმონოლოგიური განყ-ების უფრ. ორდინატორი (1993-1994), საქართვ. თავდაცვის სამინისტროს სამედ. სამმართველოს სამკურნ.-პროფილაქტიკური განყ-ების უფრ. (1994-1997), აკად. ე. ფიფიას სახ. სამედ. ინ-ტის  დეკანი (1996-1997), აკად. ე. ფიფიას სახ. სამედ. ინ-ტის რექტორი (1998-2007), ამავე ინ-ტის პრორექტორი კლინიკურ დარგში (2007-2008), “Pegasus Pharmaceuticals Group Inc.”  გენ. წარმომადგენელის  მოადგილე და შპს ”პეგასუს ჯორჯია” დირექტორის მოადგილე (2006-2011). თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2013-2018), ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე (2018-2025) და მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2023-2025). მისი კვლევები ეხებოდა ახალი ტექნოლოგიების, კერძოდ ნანონაწილაკების გამოყენების პერსპექტივებს სხვადასხვა დაავადებების მკურნალობაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი სადოქტორო დისერტაცია, იყო სამი საგრანტო პროექტის თანახელმძღვანელი მათ შორის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევების სახელმწ. გრანტის  “ლოკალური მართული ჰიპერთერმიის მეთოდიკის შემუშავება ექსპერიმენტში მაგნიტური ნანონაწილაკების მდგრადი სუსპენზიის გამოყენებით და შესაბამისი აპარატის შექმნა”  თანახელმძღვანელი (2012- 2014). იყო 20 სამეცნ. ნაშრომის ავტორი, მონაწილეობდა ადგილ. და საერთაშ. კონფერენციებში. ეწეოდა პედაგ. მოღვაწეობას. იყო კავკასიის საერთაშ. უნ-ტის ფიზ. მედ. და რეაბილიტაციის პროგრამის ხელმძღვ. (2013-2016), თსუ-ის მედ. ფაკ-ტის კლინ. და კვლევითი უნარების კათედრის მოწვეული პედაგოგი (2023 -2025).

თხზ.: Пичхая, Г. (1987). Клиническое значение изменений поверхностноактивных веществ легкого и взаимосвязанных с ним метаболических нарушений у больных с хроническими неспецифическими заболеваниями легких : Автореферат. Ереван, (Тбилиси : Типография N 4 Госкомиздата); ფიჩხაია, გ. (2013). ჰიპერთერმია – ონკოლოგიურ დააბადებებთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდი = Hyperthermia-an Effective Method of Treating Oncological Diseases. თსუ მეცნიერება = TSU Science,  N 5. თბ.; ფიჩხაია, გ. (თანაავტორი). (2022). ვერცხლის ნანონაწილაკების გამოყენების პერსპექტივები რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაში. საქართვ. რესპირაციული ჟურნ. = Georgian respiratory jurnal / საქართვ. რესპირაციული ასოციაცია, N 1. ტ. 18; ფიჩხაია, გ. (თანაავტორი). (2022). ნანოტექნოლოგიები - რეზისტენტულ ტუბერკულოზთან ბრძოლის პერსპექტიული მიმართულება. საქართვ. რესპირაციული ჟურნ. = Georgian respiratory jurnal / საქართვ. რესპირაციული ასოციაცია. N 1. ტ. 18. თბ.