ფეტვიაშვილი ვლადიმერ იოსების ძე
ფეტვიაშვილი ვლადიმერ იოსების ძე

ფეტვიაშვილი ვლადიმერ იოსების ძე (12.IX.1936, თბილისი–21.VII.1993), წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1959). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის აკად. ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში (1963-1965); ი. კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინ-ტში (მოსკოვი, 1965–1993); რუსეთის მეცნ. აკადემიის აკად. ბ. კადომცევთან ერთად გამოიკვლია სუსტი დისპერსიის მქონე გარემოში ორგანზომილებიანი არაწრფივი ტალღები და გამოიყვანა ერთ-ერთი ძირითადი განტოლება (კადომცევ-ფეტვიაშვილის განტოლება). ფუნდამენტური გამოკვლევები აქვს სოლიტონებისა და გრიგალების ფიზიკის დარგში; პლაზმაში მიმდინარე არაწრფივ მოვლენათა თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი; აქტიურად თანამშრომლობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან, სადაც მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით ტარდებოდა მოდელური ექსპერიმენტები, იუპიტერის წითელი ლაქის წარმოშობისა ბუნების და დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე პროცების შესახებ. სწორედ ამ ექსპერინტებზე დაყრდნობით მან შეძლო აეხსნა იუპიტერის წითელი ლაქის მოვლენა. იგი გახლდათ რუსეთ-იაპონიის ერთობლივი სამუშაოების თანახელმძღვანელი პლაზმის ფიზიკაში. იმოფებოდა ხანგრძლივი სამეცნ. მივლინებებით აშშ-ში, იტალიაში, იაპონიაში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1979). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: რუსეთის მეცნ. აკადემიის აკად.  ი. ტამის სახ. პრემია(1992).