ფეტვიაშვილი დავით
ფეტვიაშვილი დავით

ფეტვიაშვილი დავით იოსების ძე (14.VI.1941, ს. გომი, კასპის რ–ნი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1965). მუშაობდა უფრ. ტექნიკოსის, საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტის კოსმოსური სხივების სამეცნ. ლაბორატორიაში უფრ. ტექნიკოსის (1963 – 1966) და ინჟინრის (1966 – 1968) თანამდებობებზე; იყო თსუ-ის  ფიზ. ქიმიის და ქიმიური კინეტიკის კათედრების ასისტენტი (1968 – 1984); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდიტატის ხარისხი (1983); იყო თსუ-ის ქიმიური კინეტიკის კათედრის დოცენტი (1983 – 2006); იყო მიწვეული ლექტორი ალჟირის სახ. დემოკრ. რესპუბლიკაში ქ. ბეჟაიას საუნივერსიტეტო ცენტრში (1986 – 1989). დღემდე ინჟინერის თანამდებობაზე მუშაობს, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე (2007-დან). მონაწილეობდა შემდეგ სამეცნ. გრანტებში: შემსრულებელი მეცნიერ თანამშრომელი HECAR. INTAS (961 – 0989) (1997 – 1999); მეცნიერ თანამშრომელი  “უჰალოგენო, არატოქსიკური, მინერალური კომპოზიციური ცეცხლმაქრი ფხვნილების შემუშავება”, საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდი (სესფ გრანტი # ST /07/4-184) (2006 – 2009); მეცნიერ თანამშრომელი ST 09  964 – 4 510  პროექტი:“ზედაპირულად აქტიური სამკურნალო საშუალებების გავლენა მათ ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებაზე” (2010–2011). გამოქვეყნებული  აქვს 26 სამეცნ. შრომა.