-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი საპატიო დოქტორი
ფერისი ფრენკ დაგლას (Ferris Frank Daglas), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის პალიატიური მედიცინის ინ-ტის საერთაშ. პროგრამების ხელმძღვანელს, პალიატიური მზრუნველობის საქართვ. ეროვნ. პროგრამის მთავარ კონსულტანტს, დოქტორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (22.XII.2010).
ფ. ფ. დ.-მა ონტარიოს ვატერლოოს უნ-ტში ქიმიის მეცნ. ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა (1975). დაასრულა მაკმასტერის (ჰამილტონი) სამედ. სკოლა და ტორონტოს უნ-ტში განაგრძო სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა შინაგან სნეულებათა მედ. და რადიაციული ონკოლოგიის დარგში (1981).
ფ. ფ. დ. არის საერთაშ. პალიატიური მზრუნველობის ინიციატორი, საერთაშ. ჯანდაცვის პროგრამისა და ღია საზოგადოებრივი ინ-ტის (ნიუ-იორკი) კონსულტანტი, პალიატიური მზრუნველობის საერთაშ. ასოციაციის წევრი და ჩრდილოატლანტიკური უნ-ტის სამედ. სკოლის (ჩიკაგო) ილინოისის მიერ დაფუძნებული პროექტ ,,პალიატიური განათლებისა და მზრუნველობის (EPEC)“ თანათავმჯდომარე.
ფ. ფ. დ.-ს კანადის გუბერნატორის ინიციატივით ელიზაბეტ II–ის ოქროს მედალი (2003), ხოლო შემდეგ კი კანადის პალიატიური მზრუნველობის ჰოსპისის ასოციაციაციის ეროვნ. ჯილდო გადაეცა (2005).