ფერაძე თენგიზ გიორგის ძე
ფერაძე თენგიზ გიორგის ძე

ფერაძე თენგიზ გიორგის ძე (21.IV.1929, თბილისი, – 2001, თბილისი) ხელოვნებათმცოდნე.  დაამთავრა თსუ–ის ხელოვნების ისტ. და თეორიის სპეციალობა  (1953). მუშაობდა თსუ-ში და სახელმწ. მუზეუმში. იყო თსუ-ის ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრის დოცენტი (1953-1963). ამავე კათედრის გამგის მოადგილე (1963-1973). საქართვ. მინისტრთა საბჭოს სახელმწ. პრემიების კომიტეტის თავ-რის მოადგილე (1980-1987). საქართვ. კომპარტიის ცენტრ. კომიტეტის კულტურის გამგის მოადგილე (1973-1980). საპატიო ნიშნის ორდენი (1983). საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1982). თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის რექტორი (1987-1992). იყო ქართ. ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. რედაქციის მთ. რედაქტორის მოადგილე (1997-დან). იყო სამეცნ. საბჭოებისა და სექციების წევრი და ხელმძღვ., თანამედროვე ქართ. ხელოვნ. და არქიტექტურის პრობლემათა მეცნ. კვლევის სექტორის ხელმძღვ. თსუ-ში უძღვებოდა „მსოფლიო ხელოვნების ისტორიის“ კურსს. ავტორია 50-მდე სამეცნ. ნაშრომის, მონოგრაფიისა, მრავალი საგაზეთო და ტელე-პუბლიკაციის. იყო სარედაქციო საბჭოს წევრი ჟურნალისთვის „ძეგლის მეგობარი“. მისი ძირითადი კვლევის სფერო მოიცავდა ახალ და უახლეს ქართულ სახვით ხელოვნებას, მათ შორის ქართვ. ხელოვანების შემოქმედების შესწავლას. სტატიების სახით გამოქყვეყნებული აქვს ბერიძე ალ. (1958), ბერძენიშვილი მ. (1986), გიგაური თ. (1993) და ამაშუკელი ელ. (1988)  შემოქმედების გარკვეული ეტაპები. სტატიაში „სოციალური მოტივი ქართულ მხატვრობაში XIX-XX სს. მიჯნაზე“ განიხილავს სოც. მოტივების შეჭრას თანამედროვე ქართულ ფერწერში (1972). ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თუ XIX ს.-ის განმავლობაში მხოლოდ ლიტ-რა და თეატრი აკმაყოფილებდა საზ-ებრივ მოთხოვნებს, უკვე XX ს.-ის დასაწყისიდან ქართ. სახვ. ხელოვნება გახდა წამყვანი ხელოვნების სფერო და ქართვ. მხატვრები ყურადღებას უკვე მშრომელი ხალხის ცხოვრებასა და სოციალურ ასპექტზე ამახვილებდა. ნაშრომში „რუსი და უცხოელი მხატვრები საქართველოში, XIX საუკუნე“ მონგრაფიულად შეისწავლა XIX ს განმავლობაში საქართველოში მომუშავე რუსი და უცხოელი მხატვრების შემოქმედება (1964). აღნიშნული ნარკვევი პირველი ცდა იყო ამ თემის თანამიმდევრულად განხილვისა. ავტორმა დაადგინა და გამოარკვია უცნობი რუსი და ევრ. მხატვრების ვინაობა, რ-ებიც იმ დროისათვის ნაკლებად ან საერთოდ არ იყო ცნობილი. ნაშრომში ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ ისტორიულ-კულტურულ კონტექსტზე, რ-შიც საქართვ. იქცა რუსი და დასავლეთევროპელი მხატვრების საქმიანობის არეალად. გააანალიზა, თუ როგორ შემოვიდა საქართველოში აკად. მხატვრობის ტრადიცია, რეალიზმისა და რომანტიზმის ესთეტიკა, და როგორ აისახა ეს ადგილ. ვიზუალური კულტურის განვითარებაზე. კვლევა ეხება როგორც რუს მხატვრებს (რ-ებიც ხშირად სამხ. სამსახურის, ადმ. მოვალეობის ან აკად. ექსპედიციების ფარგლებში მოხვდნენ საქართველოში), ისე უცხოელ ავტორებს - გერმანელ, ფრანგ და იტალიელ ხელოვანებს, რომელთა ნაწარმოებებში საქართვ. ხშირად ეგზოტიკურ, პოეტურ და რომანტიზებულ სივრცედ არის წარმოდგენილი. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს: საქართვ. პეიზაჟის, არქიტ. და ეთნოგრ. ტიპების გამოსახვას; ამ მხატვრების გავლენას ქართ. პროფ. მხატვრობის ფორმირებაზე XIX ს–ის მეორე ნახევარში. ნაშრომი მეცნიერთათვის რჩება ძირითად წყაროდ  ქართ. სახვითი ხელოვნების ისტორიისთვის, რადგან იგი აჩვენებს, თუ როგორ ვითარდებოდა ადგილ. ხელოვნების სკოლა გარე კულტ. ზემოქმედებებისა და იმპერიული სივრცის ფარგლებში.

ლიტ.: ფერაძე, თ. (1958). ერთი უცნობი პორტრეტის შესახებ: შესრულებული მხატვარ ალ. ბერიძის მიერ. საბჭ. ხელოვნება, N11, გვ.62.; ფერაძე, თ. (1960). მიხაი ზიჩი და ცოცხალი სურათები "ვეფხისტყაოსნიდან". საბჭ. ხელოვნება. N11, გვ.37-46. ფერაძე, თ. (1986). კვლავ რეკლამისა და ფოტოგრაფიკის შესახებ. კომუნისტი. N167. გვ.3;  ფერაძე, თ. (1986). ბერძენიშვილი მერაბ. თბ., დროშა N 8. გვ. 12-13; ფერაძე, თ. (1993). გიგაური თენგიზი. თბ., ფროშა, N7, გვ.12.