ფერაძე ჯემალ გივის ძე
ფერაძე ჯემალ გივის ძე

ფერაძე ჯემალ გივის ძე (14.XI. 194, თბილისი). მათემატიკოსი,  თსუ-ის პროფესორი (1993), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1993). დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1965). დაიცვა დისერტაცია და მოენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1969). იყო: ა. რაზმაძის სახ. თბილ. მათ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1968-1971), გაერთიანება „სოფტექნიკის“  მართვის ავტომატიზირებული სისტემების  სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1971-1973), თსუ-ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის  უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1973-1978), სამეცნ.  ცენტრ. - „ალგორითმი“ ლაბორატ. გამგე (1978-1980), თსუ-ის მათ. და კომპიუტერულ მეცნ. ფაკ-ტის  დოცენტი (1981-1993) და პროფესორი (1993-2006), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის  მათ. დეპარტ. ასოცირებული პროფესორი (2006-დღ.), სტუ-ის მათ.  დეპარტ.     მოწვეული პროფესორი (2009-2019).  მისი სამეცნ. ინტერესებია: გამოთვლითი მათემატიკა, ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური  განტოლებების ამოხსნის მიახლოებითი მეთოდები, დიფერენციალური განტოლებებისათვის საწყის-სასაზღვრო ამოცანების  ამოხსდობა, კირჰოფისა და ტიმოშენკოს სტატიკური და დინამიური არაწრფივი მოდელებისათვის მიახლოებითი ალგორითმების აგება, სიზუსტის კვლევა, კომპიუტერული რეალიზება. ის 129 სამეცნ. ნაშრომის ავტორია.