-
ავტორი
- კატეგორიები: ქართველოლოგი საპატიო დოქტორი
ფენრიხი ჰინც (Fähnrich Heinz, 10.I.1941, სოფ. ჰამერი, ბრიუქსის რაიონი, გერმანია), ქართველოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამოჩენილ მეცნიერს, ცნობილ გერმანელ ქართველოლოგს, იენის უნ-ტის ემერიტუს პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (14.X.2011).
ფ. ჰ. გერმანელი ენათმეცნიერი, ქართვლოლოგი, კავკასიოლოგი, იენის უნ-ტის კავკასიოლოგიის სექტორის ხელმძღვანელია. მან თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1971). არჩეულია საქართვ. მეცნ. აკადემიის უცხოელ წევრად. დააარსა და რედაქტორობს ჟურნალ „გეორგიკას“.
ფ. ჰ. იკვლევს ქართველური და კავკასიური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, მათ სხვა ენებთან მიმართების საკითხებს. მეცნიერს ეკუთვნის შემდეგი შრომები: ,,ქართული ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, მითოლოგიის შესახებ“ (1999), ,,ქართული მითოლოგიის ლექსიკონი“ (1999), „საქართველოს ისტორია დასაწყისიდან მონღოლების ბატონობის ხანამდე“ (აახენი, 1993), ,,ქართული ლიტერატურა“ (აახენი, 1993), ,,ქართული ენის“ მოკლე გრამატიკა (ლაიფციგი, 1986), ძველქართულ-გერმანული ლექსიკონი (შემდგენლები: ზ. სარჯველაძე და ჰ. ფენრიხი; ბრილი, ლაიდენი, ბოსტონი, 2005).
ფ. ჰ.-მა თარგმნა ქართ. მწერლობის მრავალი ნიმუში (გ. ტაბიძის „მთაწმინდის მთვარე,“ სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, გრ. აბაშიძის „ლაშარელა“ და „დიდი ღამე“...).
მეცნიერი ა. შანიძისა და მ. ბროსეს პრემიების ლაურეატი და ი. ჯავახიშვილის სახ. მედლის მფლობელია. იგი საქართვ. მეცნ. აკადემიის წევრია (1996).