ფავლენიშვილი  დიმიტრი ალექსანდრეს ძე
ფავლენიშვილი დიმიტრი ალექსანდრეს ძე

ფავლენიშვილი დიმიტრი ალექსანდრეს ძე (25.IX.1853–?), საზ. მოღვაწე. იგი აქტიურად მონაწილეობდა მე-19 ს-ის ბოლოს საქართვ.  კულტ. და საგანმან. ცხოვრებაში. მეუღლესთან, ალექსანდრა ალექსის ასულ არსენიევასთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართვ.-ში წიგნიერების გავრცელების საქმეში. იყო თბილ. სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი; ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ნამდვილი წევრი (1886 - 1911); ამავე საზ-ბის მოლარე (1887); თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის (1917-1918) წევრი. 

ლიტ.: საქართვ.  ეროვნ. არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი:  თსუ-ის ფონდი,  471-1-16, გვ. 5.