-
ავტორი
- კატეგორიები: საზოგადო მოღვაწე უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი ექიმი
ფავლენიშვილი ლევან დიმიტრის ძე (03. III. 1872, გორის მაზრის სოფ. ნიქოზი-1956), საზ. მოღვაწე, თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918), საქ. სსრ დამს. ექიმი. დაამთავრა გორის გიმნაზია; ჩააბარა ჯერ ოდესის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტზე, შემდეგ გადავიდა ხარკოვის უნ-ტში (1901). იგი ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის სტიპენდიანტი იყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო სიღნაღის რ-ნის სოფ. ქვემო მაჩხაანის ,,ქსენონის“ ახლად დაარსებული საქველმოქმედო და განმანათლებლურ თავშესაფარ-სასტუმრო სახლში (ის ადგილ. ინტელიგენციის თაოსნობით შეიქმნა (1899) და სოფლის კულტურულ ცხოვრებას ემსახურებოდა) გამგედ (1902). მან ნიკოლოზ ჯანდიერთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სიღნაღის ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის დაარსებაში და იყო ამ საზ-ბის თავ-რე (1910-დან). საზ-ბის ამ განყ-ბასთან არსებობდა სასკოლო და ადმ. კომისიები. მისი ინიციატივით სიღნაღში გაიხსნა წიგნის მაღაზია, მევახშეებისგან ქიზიყელი გლეხების დასაცავად დაარსდა სას.-სამ. ბანკი, სიღნაღის „საურთიერთო კრედიტის საზ-ება“ და ფოსტა-ტელეგრაფის განყ-ება. ფ. ლ. ხელმძღვ. სიღნაღში გამართულ „თეთრი ყვავილის“- ჭლექთან ბრძოლის დღეს (20.IV.1912). მისი ინციატივით ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება, გაიმართა საღამოები და შემოსული თანხა ტუბერკულიოზის წინააღმდეგ მებრძოლ საზ-ბას გადაეგზავნა. იგი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და დაარსა საავადმყოფო (1913). სხვადასხვა დროს მუშაობდა ქალაქის პოლიკლინიკებში და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვ. თბილ. ტრამვაი-ტროლეიბუსების პოლიკლინიკას. რ-ც ექიმი, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). დიდი წვლილი მიუძღვის თსუ-ში სამედ. ფაკ-ტის გახსნის საქმეში. ამავდროულად აფინანსებდა 10 სტუდენტის სწავლას.
ლიტ.: საქართვ. ეროვნ. არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი - 471-1-16, გვ.2 ა.