ფაცაცია მზევინარ
ფაცაცია მზევინარ

ფაცაცია მზევინარ ბიქტორის ასული (15.II.1954 მარტვილი), მათემატიკოსი. პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (2004).  დაამთავრა სკოლა ქ. სენაკში (1970), თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი, წარჩინებით (1975). იყო მთავარი ინჟინერ-პროგრამისტი კვების მრეწველობის სამინისტროში (1976-1979); სამეცნ.-კვლევითი ინ-ტი „ვოლნა“-ს უმცრ.-მეცნ. თანამშრომელი (1983-1986); მართვის სისტემების ინ-ტის უმცრ.-მეცნ. თანამშრომელი (1983-1986); აფხაზეთის გორკის სახ. სახელმწ. უნ-ტის მასწავლებელი (1989 -2006), შემდეგ კი თსუ–ის სოხუმის ფილიალის უფრ. მასწავლებელი, დოცენტი; თსუ-ში მოწვეული ლექტორი (2004), შემდეგ მასწავლებელი (2013-დან); იყო სოხუმის უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-2023), პროფესორი (2023-დან). გამოქვეყნებული აქვს 25- ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, არის რამოდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი ალბათობის თეორიაში და მათ. სტატისტიკაში. იგი არის საქართვ. სტატისტ. ასოციაციის წევრი; მათ. ერთიანი ეროვნ. საგამოცდო ცენტრის კომისიის წევრი; მათ. მასწავლებელთა სასტერფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი. დაჯილდოებულია საქართვ. პრეზიდენტის ღირსების ორდენით (2012).