-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი ფილოლოგი
ფარულავა თამთა გრივერის ასული (06.07.1971), აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი სპარს. ენისა და ლიტერატურის განხრით (1998). ფილოლ. მეც. კანდ., აკად. დოქტორი (2006); თსუ-ის ირან. ფილოლ. კათედრის ლაბორანტი (1998-2009). ფ. თ. ილიას სახელმწ. უნ-ტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის მკვლევარია (2010-დან). მისი სამეცნ. ინტერესების საგანია ზოგადად აღმოსავლური ლიტ-რა, კლასიკური სპარს. მწერლობა, ქართ. ლიტ-რა, პროფ. ალ. გვახარიას სამეცნ. მემკვიდრეობის საარქივო მასალები. ფ. თ. სხვადასხვა დროს ასწავლიდა თბილ. სკოლებში ქართულ ენასა და ლიტ-რას, უმაღლ. სასწავლებელში აღმოსავლური ლიტ-რის ისტორიას, მსოფლიო ლიტ-რის ისტორიას, მეტყველების კულტურას, ახალ ქართულ ენას, აკადემიურ წერას, შემოქმედებით და ანალიტიკურ წერას. ფ. თ.-ს გამოქვეყნებული აქვს სტატიები თსუ-სა და სხვა სამეცნ.ჟურნალებში.
თხზ.: ფარულავა, თ. (2016). იკოლოზ ბერდიაევი, ქრისტიანული თავისუფლების შესახებ: (თარგმანი, რეცენზია - ნიკოლოზ ბერდიაევი და ქრისტიანული თავისუფლება), ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი, თსუ; ფარულავა, თ. (2010). თავმდაბლობის სიბრძნისათვის საადის თხზულებებში. ჰუმანიტარული კვლევები, წელიწდეული, თსუ, ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი; ფარულავა, თ. (2019). რეცენზია მზია ბურჯანაძის წიგნზე „ახალი და უახლესი სპარსული ლიტერატურის ისტორია“, ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობა“. თსუ, ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი, #8; ფარულავა, თ. (2022). იბრაჰიმ ალ-ქუნის „ოქროს ქვიშა“ და რომანი გამოცდის თავისებურებანი, ლიტერატურის ინ-ტის. ჟურ. „სჯანი“ # 23; ფარულავა, თ. (2024). „თავისუფლებისა“ და „მონობის“ ცნებათათვის: (გურამ დოჩანაშვილის რომანის „სამოსელი პირველი“ მიხედვით). ჟურ. „გული გონიერი“, # 26; ფარულავა, თ. (2024). ინტერტექსტუალური თამაშები - ორჰან ფამუქის „მე წითელი მქვია“. ჟურ. „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“, XV; ფარულავა, თ. (2024). ხოსროვისა და შირინის ამბავი- ეპოპეიდან რომანამდე, Actas del X congreso de la Sociedad Espanola de Iranologia (SEI), celebrado eb Tbilisi los dias 20 y 21 octubre de 2022, Tbilisi University Press.