- კატეგორიები: მათემატიკოსი
ფარცვანია ნინო ლერის ასული (13.X.1970, ქ. თბილისი) – ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. 53-ე საშ. სკოლა ოქროს მედალზე (1988), ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1993), საქართვ. მეცნ. აკადემიის ასპირანტურა (1996). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის სწავლულ მდივნად (1996-2006), თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის უმაღლ. მათემატიკის კათედრის მოწვეულ დოცენტად (2000-2005), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომლად (2001-2018), ქართულ-ამერიკული უნ-ტის მოწვეულ პროფესორად (2006-2009). მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის დირექტორად (2006-დან) და ამავე ინ-ტის დიფერენციალური განტოლებების განყ-ბის მთ. მეცნ. თანამშრომლად (2018-დან), შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტის პროფესორად (2008-დან), საქართვ. საავიაციო უნ-ტის მოწვეულ სპეციალისტად (2018-დან). მას მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1999), ხოლო შემდეგ – დოცენტის წოდება (2002). იყო საერთაშ. ჟურნ. “Complexity” სპეციალური ტომის მოწვეული რედაქტორი (2019-2020), არის საერთაშ. ჟურნალების “Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics” ასოცირებული რედაქტორი, “Miskolc Mathematical Notes” პასუხისმგებელი რედაქტორი, საერთაშ. ჟურნ. “Mathematics”-ის სპეციალური ტომის მოწვეული რედაქტორი, “Reports of QUALITDE”-ის რედაქტორი. მონაწილებოდა 5 საერთაშ. სამეცნ. გრანტში. მიღებული აქვს საქართ. პრეზიდენტის სტიპენდიები ახალგაზრდა მეცნიერთათვის (1999, 2001), საქართვ. მეცნ. ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი მათემატიკის დარგში სამეცნ. მიღწევებისათვის (2017). მონაწილეობა აქვს მიღებული 80 საერთაშ. თუ ადგილობრივ სამეცნ. ფორუმში. მისი სამეცნ. ინტერესების სფერო არის სასაზღვრო ამოცანები ჩვეულებრივი დიფერენციალური და ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებებისათვის. არის 53 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მის მიერ არაწრფივ დიფერენციალურ და ფუნქციონალურ-დიფერენციალურ განტოლებათა ორგანზომილებიანი სისტემებისათვის დეტალურად არის გამოკვლეული სასაზღვრო ამოცანები სასრულ და უსასრულო შუალედებში და დადგენილია მათი ამოხსნადობის არაგაუმჯობესებადი საკმარისი პირობები.