-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი ბიოფიზიკოსი
ფარცვანია ბესარიონ
ფარცვანია ბესარიონ (14.VII.1945,თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, სპეციალიზაციით – ბიოფიზიკა (1967). საქ. მეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინ-ტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1967-1975); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1975-2001); წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (2001-2003); კიბერნეტიკის ინ–ტის ბიოკიბერნეტიკის განყ–ების გამგე (2003). სამეცნ. ინტერესები: ინფორმაციის გადამუშავება, კოდირება და შენახვა ნერვულ სისტემაში; მართვის საკითხები ბიოლოგიურ ობიექტებში; ნეიროიმიტატორების შექმნა; ბიოელექტრომაგნეტიზმი ნერვულ სისტემაში. სამეცნ. ნაშრომების ავტორი. ბიოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1993).