-
ავტორი
- კატეგორიები: ფსიქოლოგი
ფარსადანიშვილი ნაზი ანცის ასული (23.III.1991, თელავი), ფსიქოლოგი, ასისტენტ-პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტი ფსიქოლ. მიმართულებით (2013). მოიპოვა ამავე უნ-ტის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტზე მაგისტრის ხარისხი გამოყენებითი სოც. ფსიქოლ. მიმართულებით (2015), ხოლო მოგვიანებით ფსიქოლ. დოქტორის ხარისხი (2021). სადოქტორო კვლევაზე მუშაობდა ლუვენის კათოლიკურ უნ-ტსა (ბელგია) და ჟენევის უნ-ტიი (შვეიცარია, 2016-2017). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სტიგმის აღქმის და სოციალური იდენტობის კვლევა საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსახლეობაში“ (2020). მისი სამეცნ. - კვლევითი მიმართულება უკავშირდება უმუშევრობასა და სიღარიბესთან დაკავშირებულ სოც. პრობლემების შესწავლას. ფ. ნ. აგრძელებს საქმიანობას კონკურენტული ინოვაციის ფონდში (I2Q (IBRD, საქართვ. განათლების, მეცნ. და ახალგაზრდობის სამინისტრო) სამეცნ.-კვლევითი და საგანმან. პროექტების მართვის მიმართულებით (2022-დან). ეკავა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფრ. პოზიცია, საქართვ. იუსტიციის სამინისტროში (2020-2022). იგი ასევე, მუშაობდა საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფსიქოლოგად. არის შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ გამოცხადებული არაერთი სამეცნ.-კვლევითი კონკურსის გამარჯვებული და თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა სამეცნ. პუბლიკაცია საერთაშ. რეფერირებად ჟურნალებში, მათ შორის: „მე ღარიბი ვარ“ — სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების გამოცდილება საქართველოში“ (GESJ: Education Sciences and Psychology 1(47), 2018); „აღქმული სტიგმის კონსტრუქტის შესწავლა საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანების მაგალითზე“ (ქართ. ფსიქოლო. ჟურნალი №1, 2020); „სიღარიბის ფსიქოსოციალური შედეგები“ (GESJ: Education Science and Psychology 1(62), 2022); „The influence of Negative Social Identity Management Strategies and Self-esteem on Perceived Stigma of Poverty“ (Trends in Psychology, 2023); „სიყვარულისა და ურთიერთობების თავისებურებების კვლევა ქართველ ახალგაზრდებში“ (GESJ: Education Science and Psychology 2(71), 2024); „Enhancement in-group cohesiveness – new aspect in the taxonomy of identity management strategies (The case of people living in poverty“ (Professional Studies: Theory And Practice“ 28(1), 2024); „Vicious circle of poverty: The Psychological barriers and coping strategies“ (Professional Studies:Theory And Practice“ 29(1), 2025).