ფარეულიძე როსტომ
ფარეულიძე როსტომ

ფარეულიძე როსტომ (16. VII. 1946, სოფ. ომალო, ახმეტის რაიონი), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თელავის სახელმწ. პედ. ინ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი (1968), სპეციალობა ქართ. ენა და ლიტ-რა, აგრეთვე დაასრულა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. ენათა განყ-ბა. მუშაობდა ჯოყოლოს სკოლაში ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად (1965-დან), ომალოს სკოლაში ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად (1968-დან), მოღვაწეობდა საქართვ. მეცნ. აკად, ენათმეცნ. ინ-ტში, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1977-დან), მეცნიერ-თანამშრომლად (1986-დან), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1989-დან). იგი არის სამეცნ. შრომებისა და სტატიების ავტორი. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2005). მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „არსებით სახელთა ბრუნების ძირითადი საკითხები ჩაჩნურში (ქისტური მეტყველების მონაცემთა მიხედვით)“ (1985), სადოქტორო დისერტაციის თემა იყო „ჩეჩნური ზმნა“ (2005).