-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ფარესაშვილი ნინო გაიოზის ასული (7.I.1966, თბილისი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონ. აკად. დოქტორი. თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1982), სწავლა განაგრძო საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტზე (1983), რ-იც დაამთავრა მანქანათმშენებლობის ეკონ. და ორგანიზაციის სპეციალობით (1987). თსუ-ის ასპირანტურაში სწავლის პარალელურად მუშაობდა საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტის მართვის საფუძვლებისა და სამრეწვ. წარმოების ეკონ. და ორგანიზაციის კათედრაზე ლაბორანტად და მასწავლებლად (1993). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „უმუშევრობა და შრომის ბაზრის ფუნქციონირების თავისებურებები საქართველოში“ (2008). იყო თსუ-ის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ-პროფესორი, ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (2015-2021). არის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი, სენატის წევრი (2023-დან), სხვადასხვა საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. კონფერენციების სარედაქციო და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, საერთაშ. სამეცნ. ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი: ,,საქართველოში უმუშევრობის რეგულირების მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული საკითხები: სოციალური პრობლემები-თეორია და პრაქტიკა“ (სოციალური ეკონომიკა №4, 2007); ,,საქმიანობის სფეროს შერჩევა საგარეო ბაზრებზე“ (საქართვ. ეკონომიკა, №4 (125), 2008); ,,III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ (ეკონომიკა და ბიზნესი №4, ტ. XI, 2018); ,,კონფლიქტების მართვის ზეგავლენა პერსონალის ქცევაზე“ (ეკონომისტი №4, ტ. XV, 2019) და სხვა. არის სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს და სალექციო კურსის თანაავტორი, 4 მონოგრაფიის თანაავტორი. ამავდროულად აქვს რამოდენიმე საგანში მომზადებული რიდერი. მონაწილეობდა 50-ზე მეტ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში, ასევე 20-ზე მეტ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და საგრანტო სახელმწ. პროექტში.
თხზ.:ფარესაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2010). პროექტების მენეჯმენტი. თბ., უნივერსალი, ISBN9789941126734; ფარესაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2010). ორგანიზაციული ქცევა, ნაწ. 1 თბ., უნივერსალი, ISBN9789941170591; ფარესაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2010). ორგანიზაციული ქცევა, ნაწ. 2. თბ., უნივერსალი, ISBN9789941128370; ფარესაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2010). ფირმის ანტიკრიზისული მენეჯმენტი. თბ., უნივერსალი; ფარესაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2010). შრომის ბაზრის ფუნქციონირების სრულყოფის ძირითადი მიმართულებები საქართველოში. თბ., უნივერსალი; ფარესაშვილი, ნ. (2012). კონფლიქტების მართვა. თბ., უნივერსალი. ISBN9789941176951; ფარესაშვილი, ნ. (2016). ტურისტული ხარჯების სტატისტიკური მაჩვენებლები:[მონოგრაფია]. თბ., ISBN 9789941228841; ფარესაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2017). სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციები საქართველოში. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN9789941136412.