-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ფარაჯევა გულნარა ალის ასული (03.IV.1945, ბოლნისი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი სამრეწვ. საქონელმცოდნეობის სპეციალობით (1963-1968), შემდეგ ასპირანტურა (1970-1972). მუშაობდა სახ. მეურნეობის დაგეგმვისა და ვაჭრობის ეკონ. კათედრაზე ლაბორანტად, მასწავლებლად (1972-1981). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია:,, ტრიკოტაჟის წარმოების განვითარება და რეალიზაციის პრობლემები" (1983) და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდიდატის წოდება - საქონელმიმოქცევის ეკონ. და ორგანიზაციის კათედრაზე. გამოსცა თეზისები, სტატები, სალექციო კურსები, სახელმძღვანელო თანაავტორობით.
თხზ.:ფარაჯევა, გ. (1982). საბჭოთა ვაჭრობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის საკითხები. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ფარაჯევა, გ. (1999). საქონელმოძრაობის ორგანიზაცია და საქონლის მიწოდების მარკა. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ფარაჯევა, გ. (თანაავტორი). (2003). სავაჭრო საწარმოს ორგანიზაცია და მართვა. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ფარაჯევა, გ. (2005). სავაჭრო მომსახურების ხარისხის ანალიზი. თბ., უნ–ტის გამ–ბა.