-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ფანცხავა არჩილ იაკობის ძე (27.XI.1905, ფოთი - 15.XII.1979), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე. პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის სოციალ-ეკონ. ფაკ-ტი (1934). ჩაირიცხა პოლიტეკონომიის კათედრაზე, როგორც დოქტორანტი (1950). თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საქართველოში გვიანდელი ფეოდალიზმის ხანის აგრარული ურთიერთობების კვლევა და კარლ-მარქსის ეკონომიკური მოძღვრების შესწავლა“ (1940), ხოლო სადოქტორო - მოსკოვში (1952). მუშაობდა პროფესორად (1954-დან). იყო თბილ. ს. კიროვის სახ. ინდუსტრიული ინ-ტის დოცენტი (1934), მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე. მუშაობდა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე (1961). იყო კათედრის გამგე (1954). განმეორებით იქნა არჩეული პოლიტ-ეკონომიის კათედრის გამგედ (1961-1979). მისი მეცნ. შრომები ეძღვნება საქართველოში გვიანდელი ფეოდალიზმის აგრ. ურთიერთობის კვლევას, კ. მარქსის ეკონ. მოძღვრების შესწავლას. იყო მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1972). დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით (1975). ნაშრომისთვის ,,პოლიტეკონომიის საკითხები“ მიიღო თსუ პირველი პრემია (1984).
თხზ.:ფანცხავა, ა. (1962). პოლიტეკონომიის საკითხები, ნაკვეთი პირველი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ფანცხავა, ა. (1969). კ. მარქსის „კაპიტალი“. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ფანცხავა, ა. (1983). მარქსის „1857-1859 წლების ეკონომიური ხელნაწერები“. თბ., უნ-ტის გამ-ბა.