ფანჯაკიძე ვაჟა
ფანჯაკიძე ვაჟა

ფანჯაკიძე ვაჟა (15.11.1939, სოფ. კოთელია, ახალქალაქის რაიონი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით (1967). იმავე წელს მუშაობა დაიწყო თსუ-ის გაერთიანებული პროფკომის უფრ. ბუღალტრად, იყო თსუ-ის მთ. ბუღალტრის მოადგილე (1969), მთ. ბუღალტერი (1971), შემდეგ მისივე ინიციატივით ჩამოყალიბებული თსუ-ის საფინანსო-საგეგმო განყ-ების უფრ. (1977). კითხულობდა ლექციებს თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტზე (1971-1977). ფ. ვ. მუშაობდა საქართვ. სამთავრობო, სახელმწ. და დიპლ. ორგანიზაციებში (1980). იყო საქართვ. მინისტრთა საბჭოს საბუღალტრო აღრიცხვის განყ-ების გამგე (1980-1991), იკავებდა საქართვ. რესპუბლიკის მთავრობის ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სრულყოფის განყ-ების გამგის (მთ. სახელმწ. მრჩევლის, 1991), საქართვ. რეპუბლიკის კონტროლის დეპარტამენტის თავ-რის მოადგილის, საქართვ. რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყ-ების გამგის (მთ. სახელმწ. მრჩევლის), საქართვ. მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფრ. მოადგილის თანამდებობებს. იყო საქართვ. რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტის თავ-რის პირველი მოადგილე (1994-1997),  საქართვ. ფინანსთა სამინისტროს ფინანს. კონტროლის დეპარტ. დირექტორის პირველი მოადგილე. ფ. ვ.  მუშაობდა საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სავალუტო ქონების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ (1997-2000), თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი) საქართვ. გენ. საკონსულოს უფროს მრჩევლად, იკავებდა საქართვ. მთავრობის კანცელარიის საფინანსო სამსახურის უფრ., საფინანსო-სამეურნეო დეპარტ. უფრ. მოადგილის თანამდებობებს (2000-2009). მინჭიბული აქვს საბაჟო სამსახურის სახელმწ. მრჩევლის (გენერალ-მაიორის) წოდება.