ფალტინი გიუნტერ
ფალტინი გიუნტერ

ფალტინი გიუნტერ (Faltin Gunther, 1944, ბამბერგი), ბერლინის თავისუფალი უნ-ტის ეკონომიკის პედაგოგიკისა და მეწარმეობის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (27.XII.2017).

ფ. გ.  ეკონომისტის პროფესიას დაეუფლა შვეიცარიასა და ტიუბინგენში (1964-1968). მან სადოქტორო  დისერტაცია დაიცვა კონსტანცის უნ-ტში (1969-1972). ამჟამად იგი ბერლინის თავისუფალი უნ-ტის ეკონომიკის პედაგოგიკისა და მეწარმეობის პროფესორია.

ფ. გ. მრავალი წლის განმავლობაში გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის მოწვეული პროფესორი იყო აზიაში, უძღვებოდა სამეცნ. მოხსნებებსა და სემინარებს აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, სამხრეთ კორეასა და ინდოეთში, პეტერბურგსა და კიევში (2002-2003). მეცნიერი გერმანული საინიციატივო ჯგუფის “განათლება-გამოგონება-ინოვაცია” ბერლინის სექციის ვიცეპრეზიდენტი იყო და ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა პროექტში “მეწარმეობა უკრაინისა და რუსეთის განათლებასა და სწავლებაში” (ევროპული სასწავლო ფონდი, 1984-1988).

ფ. გ. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სარეკონსტრუქციო პროექტის ინიციატორი და დამფინანსებელია (1992). იგი ბიზნესის დამფუძნებელთა ინ-ტის  წევრია (1995). მანვე დააარსა “სამეწარმეო ფონდი”, რომლის აქციების საწყისი  ფასი 1 მილიონს შეადგენდა. 

ფ. გ.-ს მნიშვნელოვანი პუბლიკაციებია: “ინოვაციური სამეწარმეო კულტურის შექმნა” (“საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის ჟურნალი”, მეორე სერია, ნომერი 1, 2001), “სამეწარმეო კულტურა, როგორც  მომავლის კვალიფიკაცია” (ვენა, 2005), “გონება ამარცხებს კაპიტალს: მეწარმეობის დაწყების სრულიად განსხვავებული წესი: მეწარმეობა ყველასათვის: გონივრული, ეკონომიური, მარტივი” (კარლ ჰანზერის გამომცემლობა, 2008; ქართულ ენაზე თარგმნა ხათუნა გველესიანმა).