-
ავტორი
- კატეგორიები: მეტეოროლოგი სინოპტიკოსი
ფაღავა სერაპიონ
ფაღავა სერაპიონ (23.X.1908, სოფ. ზანა, სენაკის მუნიციპ. -7.IX.1976, თბილისი), დაამთავრა თსუ (1929). მუშაობდა თბილ. გეოფიზიკის ობსერვატორიაში (1927-1931). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვის ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტში (1931-1935). მუშაობდა მთავარ გეოფიზიკის ობსერვატორიაში (1935-1938). იყო სსრკ ჰიდრომეტცენტრის განყ-ბის გამგე (1938-დან). მისი შრომები ძირითადად ეხება ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის სინოპტიკური მეთოდების საკითხებს. მეტეოროლოგ-სინოპტიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1946), პროფესორი (1948). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მათ შორის ბ. მულტანოვსკის სახ. პრემია (1966). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: რსფსრ მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1969); შრომის წითელი დროშის ორდენი; ლენინის ორდენი.