ესართია იზაბელა ღუღუნის ასული
ესართია იზაბელა ღუღუნის ასული

ესართია იზაბელა ღუღუნის ასული (25.IX.1959, ჩხოროწყუ), ქიმიკოსი. ქიმიის მასწავლებელი.  ქიმიის მეცნ. კანდიდატი (1993), მოწვეული პედაგოგი (2006-დან). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1981). იყო თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტის მა­ღალ­­მო­ლე­კულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის ასპირანტი (1981-1985). თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ხაზოვანი აგებულების პოლიორგანოსილოქსანები ციკლური ფრაგმენტებით გვერდით ჯაჭვში“ (1993). მუშაობდა მმნ ქიმიის კათედრის სახელშეკრულებო თემებში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1981-1992); მმნ კათედრაზე უფრ. ლაბორანტად (1992-2002); უფრ. მასწავლებლად (1992-2002); დოცენტად (2004-2006); მაკრომოლეკულების ქიმიის და პოლიმერული მასალების ინ–ტ­ის მეცნიერ თანამშრომლად (2009-2022); ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ–ტის ქიმიის მიმართულების უფრ. ლაბორანტად და მოწვეული პედაგოგად  (2009-დან); არის სხვადასხვა საგრანტო პროექტების მონაწილე (2010-დან);  შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრის მეთვალყურე (2004-დან); აქტიურად ეწევა საქართვ. სკოლებში ქიმიის მეცნიერების პოპულარიზაციას. გამოქვეყნებული აქვს 58 სამეცნ.  ნაშრომი.

თხზ.:Esartia, I., Mukbaniani, O., Tatrishvili, T., Markarashvili, E. (2011). Hydrosilylation reaction of tetra­me­thylcyclotetrasiloxane with allyl butyrate and vinyltriethoxysilane. Georgian Chemical Jou­rnal, 2(11), 153-155. ISSN 1512-0287; Esartia, I., Mukbaniani, O., Aneli, J., Tatrishvili, T., Markarashvili,  E., Jalagonia, N. (2013). Siloxane Oligomers with Epoxy Pendant Groups. Macromolec. Symposia, 328(1), 25-37; Esartia, I., Jalagonia, N., Tatrishvili, T., Markarashvili, E., Mukbaniani, O.  (2013). A new polysiloxane based cross-linker for solid polymer electrolytes. 9th. International Sym­po­sium on Polyimides and High Performance Polymers & Materials, France, Montpelier, June 3-5, P12; Esartia, I., Jalagonia, N., Tatrishvili, T., Markarashvili, E., Aneli, J., Mukbaniani, O. (2016). Siloxane materials with methylpropionate side groups and polymer electrolyter membranes on their basis. Oxid. Commun., 39(2),  1282-1292. ISSN:  0209 – 4541.