-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ესაკია ვასილ ალექსანდრეს ძე (1900, აბაშის რაიონი-07. VII. 1942). დაამთავრა თბილ. ცენტრ. პარტიული სკოლა (1926), დამთავრებისთანავე შევიდა ამიერკავ. ცენტრ. უნ-ში (1928), დაამთავრა მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის ასპირანტურა, პოლიტ. ეკონომიის სპეციალობით (1933-1936) და გაიგზავნა გორის პედ. ინ-ტში ეკონ. დისციპლინათა გაერთ. კათედრის გამგედ, შემდეგ კი მუშაობდა თსუ-ში პოლიტეკონომიის ლექტორად (1937). თსუ-ის ეკონ. საბჭოს მიერ მიენიჭა დოცენტის წოდება (1938) და ლექციებს კითხულობდა პოლიტეკონ. სპეციალობაზე. ე. ვ.-მა დაიცვა საკანდიდატო დისერტაციო თემაზე: „ა. წულუკიძე კ. მარქსის ღირებულებისა და ზედმეტი ღირებულების თეორიის შესახებ“(1941). იგი მონაწილეობდა მე-2 მსოფლიო ომში, საიდანაც არ დაბრუნებულა (1941-1942).
ლიტ.: შველიძე ზ. (1975). თბილისის უნივერსიტეტის წარგზავნილები დიდ სამამულო ომში. თბ.