ერქომაიშვილი გულნაზი გიორგის ასული
ერქომაიშვილი გულნაზი გიორგის ასული

ერქომაიშვილი გულნაზი გიორგის ასული (12.IV.1958, ოზურგეთი).  დაამთავრა თსუ-ის დარგობრივი ეკონომ. ფაკ-ტი (1980). საქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონ. და სამართ. ინ-ტის ასპირანტურა (1983). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1988). ე. გ. არის  ეკონომ. დოქტორი (1988), დოცენტია (1996-2005),  თამაზ მჭედლიძის  სამედ. ბიბლიოთეკის დირექტორი და მთ. რედაქტორი (2005-2008), ბიზნესის  ორგანიზაციისა   და მართვის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2009),  საქართვ. ეკონ.  და სამართ. უნ-ტის სრული პროფესორი, საზ. ურთიერთობის სამსახურის უფრ. (2009-2010), ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონ. პოლიტიკის კათედრის მოწვეული ასოცირებული პროფესორი(2010-დან). მუშაობდა საქართვ. ეკონ. და  სამართ. ინ-ტში (1984-1995), აქტიურად მონაწილეობს საერთაშ. კონფერენციებსა და პროექტებში.   იგი არის  ეკონ. პოლიტიკისა და ეკონ. განათლების ქართულ - გერმ. ინ-ტის წევრი, მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის სარედაქციო საბჭოს წევრი და სხვადასხვა საერთაშ. ჟურნ. სარედაქციო კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს პრემია საუკეთესო პუბლიკაციისათვის „ბიზნესი-ფირმის ფუნქციონირების ძირითადი ასპექტები“ (2007). ე. გ. 200-ზე მეტი სამეცნ. შრომის ავტორია, მათ შორისაა 8 მონოგრაფისა და რამდენიმე სახელმძღანელო.

თხზ.: ერქომაიშვილი, გ.  (2016). GEORGIA WILLESS-საქართველოს ბრენდ-კოდი მსოფლიოში. თბ., უნივერსალი; ერქომაიშვილი, გ. (თანაავტორი). (2017). სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციები საქართველოში. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941136412; ერქომაიშვილი, გ.  (2019). რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა - ბიზნეს-მეწარმეობიდან სოციალური მეწარმეობისაკენ მამოძრავებელი ძალა. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941264580; ერქომაიშვილი, გ.  (2022). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები. თბ. უნივერსალი, ISBN: 9789941491474; ერქომაიშვილი, გ. (თანაავტორი). (2022).  ეკონომიკური  პოლიტიკა.ISBN: 9789941491467; ერქომაიშვილი, გ. (თანაავტორი). (2024). ინდუსტრიული პოლიტიკა ციფრულ სამყაროში. თბ., უნივერსალი, ISBN: 978004233427.