ერქომაიშვილი ალექსანდრე მიხეილის ძე
ერქომაიშვილი ალექსანდრე მიხეილის ძე

ერქომაიშვილი ალექსანდრე მიხეილის ძე (12.XII.1887-სოფ. წითელიმთა, ოზურგეთის რაიონი-1937). დაამთავრა ოზურგეთის საქალაქო სასწ. (1897-1903), სწვალობდა თბილ. კომერციულ სასწ., სადაც ჩაება რევ. მოძრაობაში (1905-1907), იყო დემოკრ. პარტიის წევრი,  რის გამოც გადაასახლეს ქ. კრასნოიარსკში (1907-1917). თებ. რევოლუციის შემდეგ გახდა კრასნოიარსკის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავ-რე (1917). ე. ა. საქართველოში დაბრუნდა  (1917). იყო საქართვ. სახ. კომისარიატის თავ-რის მოადგილე (1921-1922), კომისარიატის თავ-რე  (1923),  შემდეგ კი ცეკავშირის თავ-რე (1923-1924),   კავკასიის ფედერ. რესპ. საშინაო და საგარეო ვაჭრობის სახ. კომისარი (1924-1925),   თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ის დეკანია (1925-1927), იყო სასურსათო საქმეთა სახ. კომისარი, ამიერკავკასიის საფინანსო ინ-ტის დირექტორი, საქართვ. პედ. ინ-ტის (უნ-ტის) რექტორი (1931-1932 წწ.), უმაღლ. სას.-სამ. კომუნისტური სკოლის დირექტორი. სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში ბერლინის უნ-ტში (1927-1928). ეკავა თბილ. ეკონ. ინ-ტის დირექტორის თანამდებობა (1930), მაგრამ არ შეუწყვეტია ლექციების კითხვა უნ-ში. ე. ა. 10 წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს უნ-ტში, ამავდროულად აქტიურობდა საერთო საქვეყნო საქმეში.  მიენიჭა დოცენტის  (1928), პროფესორის  წოდება (1932). გამოსცა მრავალი ნაშრომი. ე. ა. დახვრიტეს (1937).

თხზ.: ერქომაიშვილი,  ა. (1923). კოოპერაცია საქართველოში. ტფ. უნ-ტი;  ერქომაიშვილი,  ა. (1923). მოგების  პრობლემა; ერქომაიშვილი,  ა. (1924). სოფლის  მეურნეობის  ეკონომიკა: სახელმძღვანელო;  ერქომაიშვილი,  ა. (1924). კოოპერაცია და სახელმწიფოებრივი ვაჭრობა; ერქომაიშვილი,  ა. (1930). მოგების პრობლემა კოოპერაციაში. ტფ. უნ-ტი.

ლიტ.:  იმედაშვილი, ი. (2021). ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ. 2: ე-ლ. თბ., გვ. 95.