ერისთავი მზია ალექსანდრეს ასული
ერისთავი მზია ალექსანდრეს ასული

ერისთავი მზია ალექსანდრეს ასული  (20.VIII.1906,  ქუთაისი-03.III, 1983, თბილისი). ქართვ. პედაგოგ-მეთოდისტი, ბავშვთა და მოზარდთა სამხარეთმცოდნეო ტურიზმისა და ალპინიზმის ფუძემდებელი, საქართვ. ფიზ. კულტ. და სპორტის დამს. მუშაკი (1961). ე. მ. დაამთავრა თსუ-ის  სოც.-ეკონ ფაკ.-ტის იურიდ.  განყ-ბა (1929). მუშაობდა სხვადასხვა გამომც. და ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას.  მისი ინციატივით საქართ.  პიონერთა და მოსწავლეთა რესპ. სასახლეში  დაარსდა ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტი მოზარდთათვის (1941). მისი თაოსნობით საქართვ. სხვადასხვა ქალაქში გაიხსნა  ბავშვთა ტურისტული ბაზები, რ-იც გაერთიანებული იყო საქართვ. 130 სკოლა. აქ ინტენსიურად მიმდინარეობდა მეთოდური და პედ. მუშაობა აღსაზრდელებთან. ე. მ-ს ეკუთვნის რამდენიმე ფუძემდებლური მეთოდური ინსტრუქცია  ბავშვთა ტურიზმისა და ალპინიზმის შესახებ. მან მთავრობის დავალებით ჩამოაყალიბა ბავშვთა ცენტრ. საექსკურსიო-ტურისტული სადგური, რ-საც იგი ხელმძღვ. (1952-1974). ამ სადგურში შეიქმნა ნორჩ მხარეთმცოდნე მოგზაურთა და ნორჩ ფენოლოგთა ცენტრები, სადაც  ფიზ. წვრთნასთან ერთად იმართებოდა ნორჩ მხარეთმცოდნეთა კონფერენციები. ყოველწლიური მონაცემების საფუძველზე შეიქმნა ფენოლოგიური რუკები, სქემები და გრაფიკები.  ე. მ. ავტორია  რ. რასპეს „ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალისა“ და საბავშვო ზღაპრების თარგმანებისა (ფრანგულიდან). ეკუთვნის რამდენიმე ფუძემდებლური მეთოდური ინსტრუქცია  ბავშვთა ტურიზმისა და ალპინიზმის შესახებ.  90 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ე. მ. სახელი მიენიჭა საქართვ. ახალგაზრდობის ტურიზმის  ცენტრს.

ლიტ.: უთმელიძე მ. (2014). ერისთავი მზია. საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 3, გვ. 61; მოგონებანი დეიდა მზიაზე. საქართველოს ბიოგრაფიული  ლექსიკონი. (1999). თბ.