ერისთავი დომინიკა ზურაბის ასული - განდეგილი
ერისთავი დომინიკა ზურაბის ასული - განდეგილი

ერისთავი დომინიკა ზურაბის ასული - განდეგილი (28.XI. ძვ. სტ. 1864 ვანის რ-ნი, სოფ. სალომინაო - 29.I.1929, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში), მწერალი, პოეტი, პუბლიც., ჟურნალისტი, უნ-ტი საზ-ბის დამფუძნებელი. წერა-კითხვა თავიდან ასწავლა დედამ, ხოლო შემდეგ მიაბარეს სოფ. ხორხის პანსიონში. ათი წლის ასაკში  დაიწყო ლექსების წერა. მისმა ბიძაშვილიმა ა. ღულაძემ იგი მოაწყო ქართ. ჟურნ. „ნობათის“ რედ., სადაც თვითონაც მუშაობდა რედაქტორად. მისი პირველი ლექსი „ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო“ „ივერიაში“ დაბეჭდა, მოგვიანებით ილიას მიწვევით კორექტორად დაიწყო მუშაობა.  ი.  ჭავჭავაძემ დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა პოეტზე. მან ილიას “განდეგილის” მიხედვით შეირჩია თავისი ფსევდონიმი. ამ პერიოდიდან იწყება მისი თანამშრომლობა პერიოდულ გამომც. „ივერიასთან“; „ცნობის ფურცელთან“, „კვალთან“, „თემთან“, „ნობათთან“, „ფასკუნჯთან“, „სახალხო ფურცესთან“, „ალმანახთან“, „ჯეჯილთან“, „ნაკადულთან“ და ა. შ.  იგი პირადად იცნობდა და იზიარებდა თაგორის შეხედულებებს.  ახლო მეგობრობა აკავშირებდა ვაჟა-ფშაველასთან, ი. ჭავჭავაძესთან, ი. გოგებაშვილთან.  იყო  ჟურნ. ,,ნობათის“ რედ. (1904); იყო "ქართველ ქალთა საზოგადოების" დამაარსებელი ნ. რცხილაძესთან  ერთად და ამ ორგანიზაციის პირველი თავ-რე(1914); მისი წევრები იყვნენ: ნ. მაჭავარიანი; ნეიმანი; ო. აღლაძე; ნ. რცხილაძე; ნ. დაფქვიაშვილი და სხვ.;  გაზ. „სახალხო ფურცელში“ (№ 478) გამოქვეყნდა გ-ის წერილი „პატარა ერის დიდებულნი ასულნი“, რ-იც საქართვ. ქალთა უფლებებისა და ზოგადად ქალის მნიშვნელობის გამოხატვის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლებოდა იმდროისათვის (1929). მისი თაოსნობით გაიხსნა სალონი-საჩაიე "ძმური ნუგეში", სადაც იკრიბებოდნენ იმ დროის გამოჩენილი მოღვაწეები, მწერლები და პოეტები. აქ დადიოდა ი. გრიშაშვილი, კ. გამსახურდია, ი. მჭედლიშვილი, ნ. ნალაშიძე, პოეტი ქალი მარიჯანი, დ. ახვლედიანი და სხვები.  მიღებულ შემოსავალს ორგანიზატორები გადასცემდნენ პირველ მსოფლიო ომში მონაწილეებს. შემოსული თანხით „ქართველ  ქალთა საზოგადოება“ წმ.  ნინოს ლაზარეთში ათობით დაჭრილ აჭარლ ჯარიკაცს მკურნალობდა. გამოქვეყნდა მისი მოთხრობათა პირველი კრებ. (1910), ლექსები (1918). გ. ავტორია მრავალი მინიატურის, ნოველისა თუ ფელეტონისა. მას ეკუთვნის მოთხრ. „გოგია“, „იის კონა“, „გვირგვინი“, „საშინელი ღიმილი“, „ურწმუნო ბოშა“, „მუნჯი“ (1894) და სხვა. მას აღიარება მოუტანა მოთხრ. - „მარინემ“ (1897). თარგმნილი აქვს ჰაინეს, რილეევის, გორკის, ტურგენევის, კუპრინის, მარკიზ სონიესა და სხვათა ნაწარმოებები. ასევე თარგმნა გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან", რ-იც  ი. ჭავჭავაძის რედაქციით ცალკე წიგნად გამოვიდა (1902). იყო ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი (1895-1917); ქართ. უნ-ტის  დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918).

წყარო:საქართვ. ეროვნ.  არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 2.