-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოფიზიკოსი დოქტორი
ერემაშვილი მარინე რევაზის ასული (1959, თბილისი), ბიოფიზიკოსი, მკვლევარი, ბიოლოგიის დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1981). იყო საქათვ. მეცნ. აკად. ალ. ნათიშვილის სახ. ექსპ. მორფოლოგიის ინ-ტის ბიოტექნოლოგიის განყ-ბის უფრ. ლაბორანტი (1980-1984) უმცრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1984-1988), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1988-1991), საქართვ. მეც. აკად. სამედ. ბიოტექნოლოგიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1991-1996), თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიც. დეპარტ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2017). ამჟამად ამავე ინ-ტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიც. დეპარტ. მეცნიერ-თანამშრომელია (2017-დან). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ადამიანის რეკომბინანტული ლეიკოციტური ინტერფერონების შედარებითი შესწავლა“ და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნ. კანდიდატის ხარისხი (სპეციალობა მოლეკულური ბიოლოგია, 1988). არის 3 საავტორო უფლების, 2 პატენტის თანაავტორი და სამეცნ. ნაშრომების ავტორი. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. კონფერენციებში და თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სტატია:,,ღირსეული სიბერე:(კონფერენციის მასალები) = A Decent Old Age : (Materials of the Conference). თბ., 2016).