ეპრიკაშვილი ლუბა გიორგის ასული (05.VII.1949, ლენინგრადი), ქიმიკოსი. დაამთავრა თბილ. პედ. ინ-ტი, ქიმიის ფაკ-ტი (1970). ქიმიის მეცნ. კანდ. (1984), ქიმიის მეცნ. დოქტორი (1999). იყო თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზიკურ-ქიმ. პროცესების კვლევის ლაბორ. მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს წევრი (2009–2024), საქართვ. ცეოლითური ასოციაციის წევრი (1977–2004). მისი შრომები ეხება ბუნებრივი კომპოზიტების საფუძველზე მომზადებულ არატრადიციული სასუქების მიღებას და გამოყენების შესაძლებლობებს და მის გავლენას ნიადაგის ბიოპროდუქტიულობაზე. ე. ლ. არის საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგან. ქიმიის ინ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2001–2007); სტუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2002–2007); ჟურნ. ,,APARATURA BADAWCZA I DYDAKTYCZNA " - რედკოლეგიის წევრი (2014–2016); სას.–სამ. ლექსიკონის შემდგენელი (ტ. 1-2, 2019). თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების, მათ შორის: „Development and validation of quantitative determination HPLC methods of the fluoroquinolone antibiotics - Moxifloxacin hydrochloride and norfloxacin in support of adsorption study on natural zeolites“, ( Periodico Tche Quimica, 2019, 16(33)); „Effect of clinoptilolite acid activation on ceftriaxone sorption from wastewaters“, (Research Journal of Chemistry and Environment, 2021, 25(5)); „Anionic-Form Zeolite Material and Possibility of Its Use in Agriculture“, (Advanced Polymer Structures Chemistry for Engineering Applications, 2023); „Removal of Some Frequently Used Antibiotics from Wastewaters Using the Natural Zeolite Adsorption Method Combined with Analytical HPLC Procedures: Pollutant Removal from Wastewater“, (Environmental Technology and Sustainability Physical Chemical and Biological Technologies for Environmental Protection, 2024) და სხვ. თანაავტორია მონოგრაფიების, მონაწილეა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების და შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების ხელმძღვ. და ძირითადი მონაწილეა. დაჯილდოებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით ქიმიის დარგში სამეცნ. მიღწევებისათვის (2017).
თხზ.: Еприкашвили, Л. (თანაავტორი). (2010). Цеолиты – уникальные осушители органических жидкостей. Тб., Редакционно-издательский совет НАН Грузии; Eprikashvili, L. (თანაავტორი). (2015). Zeolites – the unique desiccation agent for organic liquids. LAP LAMBERT Academic Publishing, ISBN-10: 3659772402, ISBN-13: 9783659772405.