-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ანგლისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მოცეკვავე
ენუქიძე რუსუდან ივანეს ასული (23.VII. 1933, თბილისი - 02. XI. 2022 თბილისი). ქართვ. ფილოლ., მოცეკვავე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1993), პროფესორ-ემერიტუსი (2009). საქართვ. დამს. არტ. (1963). ამერიკის ლინგვ. საზ.-ების (LSA), წევრი. ე. რ.-მ დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1951). მისი როგორც მოცეკვავის დებიუტი შედგა მსოფლიო სტუდენტთა და ახალგაზრდობის მოსკ. ფესტივალზე (1956), სადაც ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმული "ქართული სიუიტა" შეასრულა, ამის შემდეგ მიიწვიეს საქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლში. იგი იყო ამ ანსამბლის მოცეკვავე, სოლისტი და თარჯიმანი (1957–1964). ცეკვავდა: "ფარცაში"; "სამაიაში"; "აჭარულ სიუიტაში"; "დავლურში", "ოსურში". ანსამბლის დატოვების შემდეგ ე. რ. ნაყოფიერ პედ. და სამეცნ. მუშაობას ეწეოდა თსუ-ის ინგლ. ფილოლ. კათედრაზე (1964). იყო ამ კათედრის მაძიებელი (1981-1984). მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე "მხატვრული ქრონოტოპი და მისი ლინგვისტური ორგანიზაცია" (1984), ხოლო მოგვიანებით სადოქტორო დისერტაცია, თემაზე "ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროფესიულობა", (1991). ე. რ. იყო თსუ-ის ინგლ. ფილოლ. კათედრის გამგე (1992–2009), ინგლ. ფილოლ. მიმართულების ხელმძღვ. (2006–2009). ათეული წლების განმავლობაში თსუ-ში კითხულობდა შემდეგ სალექციო კურსებს: შესავალი ინგლ. ფილოლ., ტექსტის ლინგვისტიკა, ინგლ. ენის სტილისტიკა; იყო ინგლ. ფილოლ. მიმართულების ემერიტუს პროფესორი (2010). იგი იკვლევდა ტექსტის ლინგვ. პრობლემებს, მხატვრული ტექსტის პროცესუალურ-დინამიკურ ასპექტს. მას მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2002) და ივანე ჯავახიშვილის მედალი.
თხზ.: ენუქიძე, რ. (1984). დროულ-სივრცობრივ მიმართებათა ლინგვისტური ორგანიზაცია მხატვრულ ტექსტში. თბ.; ენუქიძე, რ. (1990). ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროცესუალობა. თბ.; ენუქიძე, რ. (1998). შესავალი ენის სპეციალობაში: (ენობრივ-თეორიული ასპექტი): უმაღ. სასწ. ინგლ. განყ. სტუდ. თბ., უნ-ტის გამ-ბა; Энукидзе, Р. (1987). Художественный хронотоп и его лингвистическая организация. Тб.; Enukidze, R. (თანაავტორი). (2005). Business English for Students. Tb.; ენუქიძე, რ. (2012). ტესტები ინგლისური ენის გრამატიკაში: (გასაღები). თბ., უნივერსალი.
ლიტ.: ენუქიძე რუსუდან. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 3, თბ., 2014, გვ. 17.