ენუქიძე ონისე ვაჟას ძე (13.IX.1970, ზუგდიდი), დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი (1993); გეოლოგი; საქართვ. ტექ. უნ-ტის სამთო-გეოლოგიის ფაკ-ტის დოქტორანტურა (2021); გეოლოგიის დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „აღმოსავლეთ აჭარა-თრიალეთის ფრონტული ნაწილის (კავთისხევი-ძეგვის სეგმენტი) სტრუქტურული მოდელი“ (2021). წლების გამავლობაში იყო: თსუ-ის ალ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1996-2009); საქართვ. ნავთობის საერთაშ. კორპორაციაში ექსპერტი (2003); იყო შპს „ფრონტერა ისტერნ ჯეორჯიას“ გეოლოგი (2007-2011); შპს „ნორიოს საოპერაციო კომპანიის“ გეოლოგი (2011-2018). არის თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომელი (2010). თანაავტორებთან ერთად სხვადასხვა სამეცნ. ჟურნალებში გამოცემული აქვს სტატიები: ,,ბიწმენდის ანტიკლინის სამგანზომილებიანი სტრუქტურული მოდელი სეისმური პროფილების გამოყენებით, საქართველო“ (მოამბე, 2020, №1, ტ. 14); ,,აღმოსავლეთ აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის სამხრეთი ნაწილის სეისმური ინტერპრეტანცია“ (მოამბე, 2021, №1, ტ. 17); ,,კარსტული წყლების მარაგების შეფასება ალაზნის აუზში, საქართველო“ (მოამბე, 2023 №1, ტ. 17); ,,ნასხლეტების არსებობის სეისმური დასაბუთება რიონის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის ფარგლებში, საქართველო“ (მოამბე, 2023, №4, ტ. 17); ,,Petrographic, ppetrophysical and geochemical characteristics of Barremian carbonate rocks from the Enguri High Arch Dam area (Georgia)“ (J. Appl Reg Geol. Schweizerbart and Bomtraeger science publishers Vol. 176(4), 2025); ,,Crustal- Scale Duplexes Beneath the Eastern Rioni Foreland Basin in Western Georgia: A Case Study from Seismic Reflection Profile“ (Geosciences, MDPI. Basel, Swizerland, 2025).